თავისუფალი კავკასიის მესაძირკვლე

თავისუფალი კავკასიის მესაძირკვლე

12.06.2021

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა

ლევან იულონის ძე ბატონიშვილი -  თავისუფალი კავკასიის მესაძირკვლე 

XIX საუკუნის პირველ მესამედში ცარიზმმა მტკიცედ  მოიკიდა ფეხი კავკასიაში და კოლონიური უღელი დაადგა ამ მხარეს. პირველი რაც გააკეთა ხალხის რუსიფიკაციას შეუდგა.  სახელმწიფოებრიობის მოსპობასთან ერთად, რელიგიური დამოუკიდებლობაც ჩამოართვეს მათ. მაგალითად საქართველოს ეკლესიის თვითმწყემსობის უფლება  ჩამოართვეს.  იმედგაცრუება დაეუფლა კავკასიელ ხალხს და თავდადებული ბრძოლები წამოიწყეს რუსული ხელისუფლლების წინააღმდეგ.  განმანთავისუფელებელ მოძრაობებს და აჯანყებებს ხშირად  სამეფო დინასტიის წარმომადგენლები  ედგნენ სათავეში.  1804 წელს მოხდა მთიულეთის აჯანყება, რომელსაც იულონ ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა. ეს აჯანყება დამარცხდა. იულონი რუსეთში გადაასახლეს, მისიმა ვაჟმა ლევანმა და ფარნაოზ ბატონიშვილმა კი გაქცევა მოახერხეს. რაღაც დროის შემდეგ მათ ბამბაკში გადასვლა მოახერხეს. იქ ალექსანდრე  ერეკლეს ძე ბატონიშვილი იმყოფებოდა და მასთან ერთად რუსეთის საწინააღმდეგო ოგანიზებული გამოსვლები დაიგეგმა.  1810 წლის ივლისის ბოლოს იმერეთში ანტირუსული აჯანყება მოხდა  და მას სოლომონ II ედგა სათავეში, ამავდროულად , პარალელურ რეჟიმში აჯანყება დაიწყო სამაჩაბლოში,  რომელსაც ლევან იულონის ძე ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა.  ორივე აჯანყება  ალექსანდრე ბატონიშვილის მხარდაჭერით სარგებლობდა. „ხოლო წელსა 1810 მსმენელთა იმერთა მოსცეს პირი მტკიცე მეფესა სოლომანს, მყოფსა ახალციხესა და აწვიეს რათა ჩავიდეს იმერეთს და დაიპყრას იმერეთივე. მსმენელი ამისი მეფე სოლომან წარემართა ახალციხით და შთავიდა იმერეთს. მაშინ მოერთვნენ იმერნი ყოველნივე, შეკრეს გზანი ქარტლისანი და დადგნენ მყარად. მაშინ მეფის ზემან ალექსანდრემაცა წარავლინა ახალციხით ძმისწული თვისი ლიონ ოსეთსა სამაჩაბლოსა შინა რათა მანცა შეკრებულმან ოვსთამან ბრძოს რუსთა. მისრული ლეონ შეიწყნარეს ოვსთა და შეკრბნენ მისთანა“.

ლევან ბატონიშვილი  ორი ათასი მეომრით შეებრძოლა ცხინვალში მყოფ რუს ასეულს. რომ არა, ქართველი მილიციელების ( რუსეთთან შეერთების შემდეგ,  ქართულ სახალხო ლაშქარს - მილიცია დაერქვა და მას რუსეთი ირანის, თურქეთისა და დაღესტანტან ომის დროს იყენებდა.  რადგან  ლაშქარს  თავისი ხარჯით იწვევდნნენ, მათ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება ხანგრძლივად არ შეეძლოთ, ერთი-ორი თვის ვადით უწევდათ ომში ყოფნა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება რუსები ამ ბრძოლას ვერ მოიგებდნენ. მხოლოდ ამიტო დამარცხდა ლევან ბატონიშვილი.  მან 80 მეომარი დაკარგა. თავი  ჯერ სხლების ციხეს, შემდეგ კი ჯავას შეაფარა.  რუსეთმა განიზრახა ლევან ბატონიშვილის და მეამბოხეთა ლიკვიდაცია. მაჩაბლებიდან ლუარსაბი  რუსეთის საპყრობილეში გადააგზავნეს.  ბაადურ ბორტიშვილი და ზაზა მაჩაბელი კი თბილისის ციხეში მოკლეს. მათი ქონება სახელმწიფომ მიისაკუთრა.  როცა ნახეს, რომ ლევან ბატონიშვილის ხელში ჩაგდება გაუჭირდათ მასთან მოლაპარაკება სცადეს. აღმზრდელი დეკანოზი იოანე ქართველიშვილი მიუგზავნეს და შერიგების შემთხვევაში  უხვად დასაჩუქრება შესთავაზეს. მაგრამ, არაფერი რომ არ გამოუვიდათ, სამაჩაბლოს სოფლებს ორი ასეული შეუსიეს, მაგრამ ლევან ბატონიშვილის მომხრე ძალებმა აღნიშნული შენაერთები სასტიკად დაამარცხეს. ასეთი თავდასხმა რუსებმა მეორედ რომ გაიმეორეს ლევან ბატონიშვილი იძულებული გახდა ნარში გადამალულიყო.

მან ნარიდან გამოაღწია და ქსნისა და არაგვის ხეობათა მოსახლეობის აჯანყება სცადა. საქართველოს მთავარმართებელმა ორი ათასი მანეთი გამოჰყო რათა ნარელი ოსები მოესყიდა და ბატონიშვილი ხელში ჩეგდო. 1811 წელს ტორმასოვმა  ენიკონოვს მისწერა, რომ  ლევან ბატონიშვილის ადგილსამყოფელი გაიგო და იცის, რომ ის იმყოფება ასა გოჩიშვილის სახლში. ლევანი ნარში ერთი წელი იმალებოდა ოსების მფარველობით, მისი გაცემა სხვამ არავინ, მაგრამ  ნარელმა მამასახლისმა რაჯაბა ოსმა იკისრა. მოტყუებით მიიყვანეს სოფელ სახლებთან, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაექცათ. ლევანმა ნარის ხეობაშ ი მოახერხა გაქცევა და დამალვა. ის ფეხით იყო და ცხენოსნებს დაუსხტლდა. რუსებმა ნარელი ოსები იმით დასაჯეს, რომ სამუდამოდ აუკრძალეს ურთიერთობა საქართველოსთან. ნარიდან წასული ლევან ბატონიშვილი, რომელიც ბორჯომის ხეობით ახალციხეში აპირებდა გადასვლას, რათა ბიძამისს ალექსანდრე ბატონიშვილს შეერთებოდა, მოკლეს ლეკმა მძარცველებმა გოგის ციხესთან.

ფოტოზე: დაღესტნის სოფელ იარაღის ლეკები. 1847 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge