ნოემბრის გიორგობა

ნოემბრის გიორგობა

22.11.2021

 23 ნოემბერს, გიორგობა მხოლოდ საქართველოში აღინიშნება. მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს  ორჯერ აღინიშნავს - 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი ბორბალზე წამების დღეს.

წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო. საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე უამრავი ტაძარია აგებული. წმინდა გიორგი მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად ითვლება. ასევე, მას ევედრებიან დემონური ძალებისგან გამოხსნას. წმინდა გიორგი ქართველთა მფარველად ითვლება.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა აღავლინება.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge