აშშ-ის ელჩმა დეგნანმა მეუღლესთან ერთად ბედობა მოგვილოცა

აშშ-ის ელჩმა დეგნანმა მეუღლესთან ერთად ბედობა მოგვილოცა

03.01.2022

ბედობის დღე ქართველ ხალხს მეუღლლესთან ერთად მიულოცა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. მან დიპლომატიური მისიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ 2022 წელს აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეა და რომ ამერიკა უწინდებურად დიდ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების საქმეს; ეკონომიკის აღდგენის მიზნით კი არაერთ პროგრამას აამოქმედებს.

  ბედობის აღნიშვნის ტრადიცია მოეწონა ელჩის მეუღლეს დაგ მორისს. მან თქვა, რომ ბედობა ახალი წლის მიზნების განსაზღვრასთან დაკავშირებულ ამერიკულ ტრადიციას აგონებს.

რაც შეეხება ელჩის და მისი მეუღლის პერსონალურ საახალწლო მიზნებს, დეგნან-მორისის წყვილს გადაწყვეტილი აქვს  ქუჩაში უპატრონოდ მიტოვებული ძაღლები შეიფაროს. ორი ასეთი ძაღლი უკვე შინ ყავთ და მათ დიდი სიყვარულით ექცევიან. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge