აირზენა იყიდება

აირზენა იყიდება

17.01.2022

კოვიდპანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, ავიაკომპანია აირზენა  ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. ავიაკომპანია Georgian Airways (აირზენა) იყიდება, მისი საწყისი ფასი 150 მილიონი დოლარია. ამჟამად კომპანიას 16 000-ზე მეტი მგზავრისა და 70-მდე კომპანიის დავალიანება აქვს, რაც ჯამურად 176 მილიონ ლარს შეადგენს. ავიაკომპანია ან ახალ მესაკუთრეზე უნდა გაიყიდოს (საბროკერო ხელშეკრულების თანახმად), ან ინვესტორმა მისი 49%-იანი წილი უნდა შეიძინოს. ავიაკომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი აუცილებლად უნდა იყოს ქართული მხარე. მხოლოდ "ღია ცის ხელშეკრულების" წევრებს შეუძლიათ კომპანიის 100%-იანი წილის შეძენა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge