ნათლისღებას გილოცავთ!

ნათლისღებას გილოცავთ!

19.01.2022

ნათლისღება არის “ახალი შობა”, იგი კაცთა ცხონებისათვის სრულდება. ამის გარდა, ნათლისღების მადლმოსილების მნიშვნელობის ასახსნელად მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში მიუთითებენ, რომ ჩვენ მისი საშუალებით “განვიწმინდებით”, “განვიბანებით”, “განვმართლდებით”, “წარგვეხოცება ცოდვანი” და ასე შემდეგ.  ნათლისღებით ჩვენ  “ვკვდებით ცოდვისათვის, რათა განახლებული ცხოვრებით ვიცხოვროთ”, “თანა-დავეფლობით ქრისტესთან” და აღვდგებით მასში. ნათლისღების აღსრულებით ხდება ადამიანის შეერთება ეკლესიასთან.

ნათლისღების დადგომასთან ერთად იწყება კურნების კვირა. უფალო იესო! ძეო ღვთისა! განმკურნე მე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი სნეულებებისაგან. განკურნე ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, კეთილისმყოფლები, სრულიად საქართველო! ამინ!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge