სულთმოფენობა

სულთმოფენობა

11.06.2022

სულთმოფენობა ეკლესიის დაარსების დღეა, დასაწყისია ეკლესიის მსოფლიო მსახურებისა.სახარების თანახმად,იერუსალიმში ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმიდა ცეცხლის ენებად გადმოსულა და მოციქულებს შესძენიათ უნარი ქრისტიანობა ექადაგათ სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ხალხში, მოეხდინათსასწაულები და სხვა.სულიწმიდა წმიდა სამების – მამის, ძისა და სულიწმიდის მესამე წევრია.ამ დღეს პირველმოწეულ ნაყოფს ალაგებენ ხატებთან , ადამაინებს კი აცვიათ წითელი ტანისამოსი. უფალო, აღამაღლე მიწიდან ჩვენი გონება შენთან - ზეცაში, დაე, როცა ჩვენს თვალებს უსარგებლო და დამამძიმებელი აზრების ბურუსი მოსცილდება, მუდამ შენს ჭვრეტაში იყოს. ჰქმენ ჩვენი გული წმინდა და ამაღლებულ აზრთა სამსხვერპლოდ; ჰქმენ იგი შენს „მთად წმინდად“ (ფს. 47,1). მზეო სიმართლისაო, უფალო იესო ქრისტე, კვლავ გამობრწყინდი ჩვენ ცოდვილთა ღამის სამყაროში და განაცისკროვნე ღრმად მძინარე ჩვენი სულები, განაღვიძე ისინი, რათა გაქებდნენ და გადიდებდნენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს - მამას, ძეს და სულიწმინდას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge