ქუთაისის მფარველი - პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის დღე

ქუთაისის მფარველი - პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის დღე

11.10.2022

ქუთაისის მფარველი ხატის დღე

ნანა ჯანაშია /Nana Janashia

(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა)

"შენ ღრუბელსა მზგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მავრთესა, ტომებით ...ლსა ადამისა დედასა ღუვთისასა ძუელ ოდესმე მაყოლდ მეორედ ხილულსა და შეუწეველად დაცულსა ერონის კუერთხსა აღვეყოლსა, რომელმან გამოიღო ნაყოფად უნაყოფოთა ნაყოფიერ მყოფელი და ყოვლისა სოფლისაგან მანათებელო შენ ცათა მობაძავისა დედაქალაქისა ქუთაისისა ღუთის მშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხორებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე. მე, ცვა ფარვათა თქუენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმიდისა ღმრთის მშობლისა, პირველი მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მმეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გუექმენ დღესა მას განკითხვასა. ამინ. შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქორონიკონს [ტ]."

ხატის აღწერა: გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, არის ვერცხლით შეჭედილი ფერწერა. ზომები: 92,5 x 135 სმ; ხატი მორთულია 123 თვლით და მარგალიტით და  აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე.

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი დაცულია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

პალიასატომის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ქუთაისის მფარველად ითვლება, საუკუნეების წინ გურიის ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იყო დავანებული. ლეგენდის თანახმად, ტაძრის წინამღძვარს ზეგარდმო ეუწყა, რომ შესულიყო ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი აეღო და ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ქალაქი ჩაიძირებოდა. მოძღვარმა სიზმარი არ ირწმუნა. ქალაქი წყალში ხალხიანად ჩაიძირა, ხატი კი უვნებელი გადარჩა. მოძღვარმა ღვთისმშობელს შენდობა სთხოვა. ღვისმშობელმა უბრძანა ხატი ქუთაისის სიონში, ბაგრატის ტაძარში გადაესვენებინა.
ამბობენ, რომ პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომი იზეიმა. ისტორიული წყაროების მიხედვთი, ხატი 900 წლის წინ შეიქმნა, როცა ქუთაისი გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი იყო.
1923 წელს ბოლშევიკებს ქუთაისის საკათედრო ტაძრიდან ეკლესიის სიწმინდეები გარეთ გამოუყრიათ და ფეხებით შემდგარან. ღვთისმშობლის ხატი კი ვანდალიზმისგან ქუთათურებს სასწაულებრივად გადაურჩენიათ.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge