110 კგ-მდე მდედრი ბოჩოლების ექსპორტი აიკრძალა

110 კგ-მდე მდედრი ბოჩოლების ექსპორტი აიკრძალა

11.10.2022

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით ქვეყნიდან 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. ეს ნორმა სადავო გახდა დაწესებული შეზღუდვის გამო. მცირე ფერმერებს სადავო რეგულაციამ გასაღების ბაზარი შეუმცირა და ფინანსური ზიანი მიაყენა, ისინი ვეღარ ახერხებენ იმ მდედრი მსხვილფეხა ცოცხალი საქონლის ექსპორტს, რომელთა მასაც არ აღემატება 110 კგ-ს.
12 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება სხდომა ე.წ. ბოჩოლების საქმეზე.

(დავის საკანონმდებლო საგანია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.)



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge