14 დეკემბერი ნაუმ წინასწარმეტყველის დღე

14 დეკემბერი ნაუმ წინასწარმეტყველის დღე

14.12.2022

 

ნანა ნანა  ჯანაშია / Nana Janashia 

(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა)

ნაუმ წინასწარმეტყველი (VII საუკუნე ქრისტეს შობამდე) ასურეთში სალმანასარის მიერ გადასახლებულ იუდაურ ოჯახში დაბადებულა (ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად).  ნაუმის ოჯახი ძველი ასურეთის ტერიტორიაზე, ქალაქ მოსულის ჩრდილოეთით, ძველი ნინევიდან ორი საათის სავალზე მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროსთნ მდებარე სოფელ ელ-კუშში დასახლებულა. ამ სოფლის სიახლოვეს არის წმინდა ანტონის მონასტერი, სადაც წინასწარმეტყველის საფლავი მდებარეობს. ცნობას ნაუმის საფლავის შესახებ იძლევა წერილი, რომელიც ეკუთვნის ბერ მარკოზს, რომელიც  XVI საუკუნეში წმინდა ანტონის მონასტერში ცხოვრობდა. აღნიშნულ ადგილს დიდ პატივს მიაგებენ როგორც ქრისტიანები, ასევე იუდეველნი.

ნაუმის წინასწარმეტყველებამდე იყო  იონას წინასწარმეტყველება, და ორივე მათგანი ერთი და იმავე ქალაქის - ნინევის დაცემის შესახებ იუწყებოდა. სიტყვა ნინევი ებარულია და ნიშნავს „მშვენიერს". ანუ, ქალაქი  იყო მშვენიერი, მაგრამ ის,  ნეტარი თეოდორიტეს მიხედვით -  ნინეველებმა უდიდესი ცოდვებით დაამძიმეს. ღალატს, უპატივისმცემლობას, ამაგის დაუფასებლობას, ქურდობას და გარყვნილებას მიჰქონდა იქაურობა. წარსულში ნინეველებმა შეისმინეს იონას ქადაგება და გულწრფელი აღსარება აღუვლინეს უფალს, ამიტომაც, კაცთმოყვარე ღმერთისგან წყალობა და პატიება მიიღეს და ქ. ნინევი განადგურებას გადაურჩა. გავიდა გარკვეული დრო, შეიცვალა რამდენიმე თაობა, ახლებმა ძველებს გადაასწრეს უკეთურებაში, და კვლავ უდიდესი ცოდვებით დაამძიმეს საკუთარი ქალაქი. სწორედ ეს გახდა ნაუმის წინასწარმეტყველების აღსრულების მიზეზი. ქ. ნინევი და ასურეთი განადგურდა.  ბუნებაში ხომ უკვალოდ არაფერი ქრება! ქალაქის განადგურება იყო შედეგი მოქალაქეთა უმძიმესი ცოდვებისა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge