სოფონია წინასწრმეტყველის დღე - 16 დეკემბერი

სოფონია წინასწრმეტყველის დღე - 16 დეკემბერი

15.12.2022

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა)

წმინდა სოფონია 12  მცირე წინასწარმეტყველთაგან მეცხრეა, ცხოვრობდა იერუსალიმში, დაახლოებით, 640-609 წლებში. მისი სახელი ებრაულია და ითარგმანება, როგორც "უფალს იცავს".

წმინდა სოფონია წინასწარმეტყველი მდიდარი იყო და ცხოვრობდა სასახლეში. დიდგვაროვანთა შტოდან მოდიოდა. უფალმა ის დააჯილდოვა წინასწარმეტყველების ნიჭით. სოფონია არის იერემია წინასწარმეტყველის და წინასწარმეტყველი ქალის ოლდამას თანამედროვე.

წმინდა სოფონიამ წინასწარ განჭვრიტა ის უბედურება, რომელიც იუდეისა და მის მოსაზღვრე სამეფოს მკვიდრთ დაატყდათ თავს.

წმინდა სოფონია მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი გახლავთ და მისი ხსენების დღედ დაწესებულია 16 დეკემბერი.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge