უხუცესი წმინდანთა შორის და ყველაზე დიდი სასწაულმოქმედი

უხუცესი წმინდანთა შორის და ყველაზე დიდი სასწაულმოქმედი

19.12.2022

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(ადაპტირებული მასალა)

მართლმადიდებლურ საეკლესიო ტრადიციაში ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსოვნის რამდენიმე დღეა. 11 აგვისტოს მორწმუნეები იხსენებენ წმინდანის დაბადებას, 19 დეკემბერს - მის გარდაცვალებას. 22 მაისს კი - ლიკიანის სამყაროდან ბარში, სასწაულმოქმედის ნაწილების გადმოსვენებას.

ხალხმა ამ სამ დღესასწაულს სახელებიც შესაბამისი შეარქვა: ზაფხულის ნიკოლოზობა, ზამთრის ნიკოლოზობა და გაზაფხულის ნიკოლოზობა.

ნიკოლოზი დაიბადა III საუკუნეში, მცირე აზიის ლიკიის ბერძნულ კოლონიაში, ქრისტიანულ ოჯახში. ის იმდენად გამორჩეული ჩვილი იყო, რომ მარხვის დღეებში დედის ძუძუს არ ეკერებოდა. ბიჭი ბავშვობიდან დადიოდა ტაძარში და როცა წამოიზარდა, გადაწყვიტა თავი რწმენისთვის მიეძღვნა, მღვდელი გამხდარიყო. მან მშობლების მდიდარი მემკვიდრეობა ღარიბებს დაურიგა. დროთა განმავლობაში ნიკოლოზი აკურთხეს მთავარეპისკოპოსად ქალაქ მირაში (ახლანდელი თურქეთის ანტალიის ტერიტორია) და ცნობილი გახდა, როგორც წარმართობისა და სხვადასხვა ერეტიკოსების წინააღმდეგ გულმოდგინე მებრძოლი, ასევე სასწაულმოქმედი და ცილისწამებულთა და უდანაშაულოდ დაგმობილთა შემწე!

წმინდა ნიკოლოზმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. მისი გარდაცვალებისთანავე, მისმა სხეულმა დაიწყო მირონდენა და მორწმუნეებმა მათ მიმართეს ავადმყოფობისა და მწუხარებისგან განთავისუფლებისთვის. წმინდანის ნეშტი ჯერ მირში ინახებოდა, სადაც ის მთავარეპისკოპოსად მსახურობდა. XI საუკუნეში კი გადაასვენეს იტალიის ქალაქ ბარში.

წმინდა ნიკოლოზი ითვლება მეზღვაურთა, მოგზაურთა და ვაჭართა მფარველ წმინდანად. მას სთხოვენ წარმატებულ მოგზაურობას და გემების დაცვას ქარიშხლებისგან. ასევე, რთული საკითხის სასწაულებრივ გადაწყვეტას და იღბლს. ის ეხმარება სამართლიანობის აღდგენას ცრუ ცილისწამებისთვის მსჯავრდებულთა მიმართ და ასევე იცავს ბავშვებს, განსაკუთრებით კი ობლებს.

მართლმადიდებლები მას პატივს მიაგებენ როგორც „უფროსს“ წმინდანთა შორის. ქ. ბარში წელიწადში 70 ათას მომლოცველზე მეტი ჩადის წმინდა ნიკოლოზის საფლავის სანახავად.

მიჩნეულია, რომ მაისის ნიკოლოზობაზე (22 მაისს) შექმნილი ოჯახი წარმატებული იქნება. ზამთარის ნიკოლოზობა, ანუ 19 დეკემბერი დიდად პატივსაცემი დღეა. ლეგენდის თანახმად, 19 დეკემბერს წმინდანი დადიოდა დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე და ადამიანთა სამყაროდან ბოროტი სულების განდევნით იყო დაკავებული.

ამბობენ, რომ წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულზე სარფიანია სხვადასხვა საქმიანი გარიგებისა და ხელშეკრულების დადება.

რაც შეეხება ამინდს, მიჩნეულია, რომ თუ ზამთრის ნიკოლოზობა ნათელი და მზიანია, მაშინ გაზაფხული თბილი და მშრალი იქნება. ნიკოლოზობის წინა დღეს ყინვია - კარგ მოსავალს გვპირდება.

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge