ანა წინასწარმეტყველი - ფანოელის ასული

ანა წინასწარმეტყველი - ფანოელის ასული

22.12.2022

მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. მოხუცი  გათხოვდა და მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან. 84 წლის ასაკში კი დაქვრივდა. დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
"იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში; ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს. სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში." (ლკ .2,36-38).

ანუ, როცა ანა 84 წლის გახდა, იგი ღირსი შეიქნა ჩვილი იესოს ხილვისა, რომელიც იოსებმა და ქალწულმა მარიამმა ტაძრად მიიყვანეს „ჩვეულებისა მისებრ შჯულისა“.
მართალ ანას ესმოდა წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლითაც მოხუცებულმა სვიმეონმა ღვთისმშობელს მიმართა, სვიმეონთან ერთად მანაც შეიცნო განკაცებული მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას. ანა წინასწარმეტყველის  (ფანოელის ასულის) ხსენების დღე 10 სექტემბერი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge