სამოელ წინასწარმეტყველის დედის წმ. ანას დღე - 22 დეკემბერი

სამოელ წინასწარმეტყველის დედის წმ. ანას დღე - 22 დეკემბერი

22.12.2022

წმიდა და ნეტარი ანა წინასწარმეტყველი ქალაქ არმათემას მკვიდრი იყო. ეს ქალაქი მთიან ქვეყანაში, ეფრემის ძეთა სამთავროში1 მდებარეობდა. ნეტარი დედა ლევიტელთა2 მუხლის შთამომავალ ელკანას ესვა ცოლად. ბერწი და უშვილო იყო ანა3 და ელკანამ მეორე ცოლიც მოიყვანა _ ფენნა. ფენნა შვილებს უჩენდა ელკანას და ისიც მასთან იხარებდა. ანას მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა: უშვილობას აყვედრიდნენ მეტოქე ფენნაც, მოყვარული ქმარიც და მეზობელ-ნათესავებიც. ბევრს ლოცულობდა გულშემუსვრილი და ღვთის მცნებებს მოშურნედ აღასრულებდა. დღითა თუ ღამით წმიდა სავედრებელს აღავლენდა ღვთის წინაშე: ამ კიცხევისაგან მიხსენი და შვილიერება მომმადლეო.

ელკანა ყოველწლიურად, სჯულით დადგენილ დროს ოჯახთან ერთად თავისი ქალაქიდან სელომს4 მიდიოდა, რათა მღვდელმთავარ ელის5 ხელით მსხვერპლი შეეწირა ყოვლისმპყრობელი უფლისათვის6. და აი, ერთხელაც, მსხვერპლშეწირვა რომ დასრულდა, ელკანამ მსხვერპლის ნარჩენები ოჯახის წევრებს გაუნაწილა, ერთი ნაწილი ფენნასა და მის შვილებს მიაწოდა, მეორე კი _ ანას, რადგან უშვილობის მიუხედავად მაინც ფენნაზე მეტად უყვარდა იგი. შურითა და ბოღმით აღევსო გული ფენნას და უფრო მეტად დაუწყო დამცირება და შეურაცხყოფა მეტოქეს. შურიანი ყვედრებით შეღონებულ ანას თვალზე ცრემლი არ უშრებოდა, ვეღარც საჭმელს აკარებდა პირს და ვერც მოყვარული ქმრის ნუგეშინისცემაში პოულობდა სიმშვიდეს.7 სახის ფერი მწუხარებამ უცვალა. ტრაპეზის დასრულებისთანავე ანამ ქმარი ოჯახთან ერთად სახლში გამოისტუმრა, თავად კი მსწრაფლ კარავს მიაშურა, ძირს დაემხო, ღვთის წინაშე გულის წუხილი გადმოღვარა და აღთქმა დაუდო:

_ უფალო საბაოთ! თუკი შენი მხევლის მწუხარებას მოხედავ და მომიხსენებ, არ დამიტევებ და ვაჟს მომმადლებ, შენ მოგიძღვანებ პირმშოს და მთელი ცხოვრების მანძილზე გამსახურებ.

დიდხანს ლოცულობდა ანა. მღვდელმთავარი ელი კარვის კართან იჯდა და შეამჩნია, რომ ქალს ბაგეები უტოკავდა, ხმა კი არ ისმოდა. მთვრალი ეგონა და გაკიცხა:

_ სანამ უნდა იმთვრალო? უფლის პირს განეშორე და ღვინო განიქარვე!

_ არა, ჩემო ბატონო, _ მიუგო ანამ, _ გულითურვილი ქალი ვარ, ღვინო არ მისვამს. ლოცვებს განვფენ ღვთის წინაშე. უღირს ქალად ნუ შემრაცხავ, უმძიმესი დარდი მაწევს გულზე და ის მალაპარაკებს.

მაშინ ელიმ უთხრა:

_ წადი, მშვიდობით იარე! ისრაელის ღმერთი აგისრულებს გულის წადილს.

ღმერთმა მართლაც არ აქცია ზურგი ანას ვედრებას. ელის ბაგეებით ხომ ამცნო, რომ ნაყოფს მიმადლებდა, მისი შობილი ვაჟი კი წინასწარმეტყველების ნიჭით დააჯილდოვა.

ანამ მტკიცე რწმენით მიიღო ღვთის აღთქმა, სიხარულით დაბრუნდა ქმრის სახლში, მალევე მუცლად-იღო და შვა სამოელი,8 რომელიც შემდგომში ისრაელის ერის წინასწარმეტყველი და წინამძღოლი გახდა. ძუძუს რომ მოსწყდა პატარა, ანამ აიყვანა და ქმრის თანხლებით სელომს მიაშურა. ისევ დაემხო ღვთის წინაშე სამადლობელით. მსხვერპლშეწირვის შემდეგ ყრმა მღვდელმთავარ ელის მიუყვანეს მშობლებმა. ანამ უთხრა:

_ ბატონო ჩემო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი და ღმერთს შევთხოვდი, შვილი ებოძებინა. აი, უფალმა აღასრულა ჩემი თხოვნა და მეც უფალს ვუძღვნი პირმშოს, მთელი ცხოვრება მის მსახურებაში მინდა გაატაროს.

ელიმ ანა დალოცა:

_ დაე, სამოელის ნაცვლად შვილები მოგმადლოს უფალმა!

განიხარა ანამ. დაეგო საკურთხევლის წინ. გული ვეღარ იტევდა მის სიხარულს და მადლიერებას და ენამაც საგალობელი ამოთქვა: “განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ”.9

ამის შემდეგ ელკანა თავის კეთილმსახურ ცოლთან ერთად არმათემას დაბრუნდა. სამოელი კი კარავში დარჩა უფლის მსახურებად. შემდგომში კიდევ სამი ვაჟი და სამი ასული მისცა ანას უფალმა და ღრმა სიბერეში გადაასახლა საუკუნო სავანეში.10

შენიშვნები:

1. არმათემა ანუ რამათი _ ქალაქირომელიც ბენიამენის მუხლის სამთავროს ეკუთვნოდაამ ქალაქში სახლობდა სამოელიროცა ისრაელის ერის მსაჯული იყოაქვე მყოფობდაროცა საულს მეფედ მირონი სცხო (იხ. 1 მეფ., 7,17, 9,5-27; 10,1-2).

2. ლევის ჩამომავლებს სამთავრო არ გააჩნდათლევიტელები სხვა მუხლთა შორის ცხოვრობდნენ.

3. შვილიერება ებრაელებში ღვთის კურთხევად მიიჩნეოდაუშვილობა კიპირიქითღვთისგან განშორებისა და ხალხისგან გაკიცხვის ღირსად.

4. სელომი _ ეფრემის მუხლის ქალაქიაღთქმული მიწის შუაგულშიიორდანეს აქეთა ნაპირზეაქ დაიდგა მოსეს კარავი იორდანეს გადალახვისა და აღთქმული მიწის დაპყრობის შემდეგ (იუდეველთა მოძრავი ტაძარი). აქ ლოცულობდნენ ებრაელებიაქ დღესასწაულობდნენ და ბჭობდნენამჟამად ამ ქალაქის ნანგრევებიღა შემორჩა.

5. ელი _ აარონის უმცროსი ძის _ ითამარის შთამომავალიისრაელის მღვდელმთავარი და მსაჯულიპირველი იყორომელმაც სამოქალაქო და სასულიერო ხელისუფლება შეითავსაუწყინარი ხასიათი ჰქონდაამიტომაც სიყვარულსა და ნდობას იმსახურებდამიუკერძოებელი მსაჯული იყორისთვისაც ხალხი ლოცავდამაგრამ მისი კეთილი ხსიათი სიუსტეში იზრდებოდარაც ყველაზე მეტად თავის ვაჟებთან მიმართებაში გამოიხატაოფნი და ფინეზი მღვდლები იყვნენმაგრამ ათასგვარ უსჯულებას იქმოდნენ კარავშირის გამოც უფალმა ისინი მრავალი შეგონების შემდეგ ტყვეობაში სამარცხვინო სიკვდილით დასაჯა.

6. მოსეს კანონის თანახმადიხგამოს. 23,17.

7. 1 მეფ. 1,5 და 8.

8. ებრაულ ენაზე ღვთისაგან სმენილიღვთისაგან გამოთხოვილი.

9. წინასწარმეტყველური განჭვრეტითაა სავსე და ღრმა სიმდაბლითაა განმსჭვალული ეს გალობამოთავსებულია I მეფეთა წიგნის მე-2 თავში (1-10) და ასე იკითხება:

`განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ და ამაღლდა რქა ჩემი ღმრთისა მიმართმაცხოვრისა ჩემისაგანვრცნა პირი ჩემი ზედა  მტერთა ჩემთაგანვიხარე მე მაცხოვრებითა შენითა.

რამეთუ არა ვინ არს წმიდავითარ შენუფალოდა არა ვინ არს მართალი ღმერთისა ჩუენისაებრდა არა ვინ არს წმიდა შენს გარეშე.

ნუ იქადინნუცა იტყვი მაღალსა გარდარეულადნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუა პირისაგან თქუენისარამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათა უფალი და ღმერთმან განმზადნეს საქმენი ვისნი.

მშВლდები ძლიერთა მოუძლურდა და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა.

შვებულთა პური მოაკლდა და მშიერთა დაიპყრეს ქვეყანარამეთუ ბერწსა მას ესხნეს ვი შვილ და შვილმრავალი იგი მოუძლურდა!

უფალმან მოაკუდინის და აცხოვნისშთააგდის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანისუფალმან დააგლახაკის და განამდიდრისდაამდაბლის და აღამაღლისაღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილირათა დასვას იგი ძლიერთა თანა ერისა მისისათა და საყდარნი დიდებისანი დაუმკВდრნეს მასმოანიჭის თხოვა მლოცველთა მისთა და აკურთხნის წელიწადნი მართლისანირამეთუ არა არს სიმტკიცე ძლიერება კაცისაუფალმან უძლურყვნის დომნი ვისნიუფალი წმიდა არსნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა ვისითანუცა იქადინ ძლიერი ძალითა ვისითანუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა ვისითაარამედ მას ზედა იქადოდენრომელ-იგი იქადოდის გულისმის-ყოფასა და ცნობასა უფლისასა ყოფად სასჯელი სიმართლისა ქუეყანასა ზედა.

უფალი ამაღლდა ცათა შინა და იქუხათავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა ისითამოსცეს ძალი მეუფესა ჩუენსა და აღამაღლოს რქა ცხებულისა ვისისა!

აქ პირველად იხსენიება “მესიას” სახელიის მეუფის სახელს შეესატყვისება და ნიშნავს “ცხებულს”, რომელმაც ზეცით მოიღო სული წმიდის განსაკუთრებული ნიჭებიმეუფე-მესიად ანუ ქრისტედ აქ სახელდებულია ის აღთქმული მხსნელირომელიც იაკობმა იუდას კურთხევისას იწინასწარმეტყველა წინამძღვრის სახელითრომელსაც ყოველი ერი უნდა დამორჩილდეს (იხდაბ. 49,10). თავად ღმერთმაც მოსესთან საუბრისას მას “წინასწარმეტყველი” უწოდა (იხ. II სქ. 48, 18-19).

10. 1100 წლის წინ -მდე.

"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ. 

გამომცემლობა   -  ©  "ორთოდოქსი" .

მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge