კამილას შვილები

კამილას შვილები

09.01.2023

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

სანამ კამილა პარკერი პრინც ჩარლზე იქორწინებდა, არმიის ოფიცრის ენდრიუ პარკერ ბოულზის ცოლი იყო. ის დღემდე პირველი ქმრის გვარს - პარკერს ატარებს.

კამილას და ენდრიუს ორი შვილი ჰყავთ - ტომი და ლაურა. მწერლის, ქეით ნიკოლის წიგნში "უილიამი და ჰარი" კამილას გოგონა ლაურა ამბობს, რომ მისი მშობლების ქორწინებას პრინცმა ჩარლზმა შეუშალა ხელი. იხსენებს, რომ პარკერების საგვარეულო სახლში, რომელიც უილტშირში მდებარეობს, პრინცი ჩარლზი კამილას ხშირად ურეკავდა. ერთხელ გოგონა მეორე ოთახში გავიდა და პარალელური ტელეფონის ყურმილით მოისმინა პრინცის სასიყვარულო მონოლოგი. აღშფოთებულმა ყვირილი დაუწყო ჩარლზს, ეუბნებოდა - დაანებე დედაჩემს თავი და ჩვენი ოჯახი დაასვენე შენი ზარებისგანო! როგორც წიგნის ავტორი წერს, კამილა არ იყო ბედნიერი მეუღლე ენდრიუსთან, რადგან კაცს ყავდა საყვარელი, რომელზეც კამილასთან განქორწინებისთანავე იქორწინა. ამბობენ, რომ დიანაზე და ენდრიუზე დაქორწინებამდე ჩარლზს და კამილას ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ სამეფო ოჯახმა გოგონა პრინცისთვის შეუფერებლად მიიჩნია და ეს ქორწინება არ დაუშვა! გავიდა დრო, მოხდა ბევრი რამ და ისინი, 2005 წელს მაინც დაქორწინდნენ.

კამილამ დიანასავით სახალხო სიყვარული ვერ მოიპოვა, მაგრამ სამეფო ოჯახის წევრი გახდა. მისი შვილები კი დედისგან მოშორებით, მაგრამ უწინდებურად მდიდრულად ცხოვრობდნენ, ტრიალებდნენ ცნობილი ადამიანების წრეში, სამეფო ოჯახთან კი არაფერი აკავშირებდათ კამილას გარდა. დედის ქორწინებიდან ზუსტად ერთ წელში, ლაურაც გათხოვდა და ცოლად Calvin Klein-ის მოდელს ჰარი ლოპესს გაჰყვა. რადგან ლაურას გვარი პარკერი - კამილას გამო ყურადღების ცენტრში იყო, გოგონამ მეუღლის გვარი აიღო და ლაურა ლოპესი გახდა. მისი ქორწილი 500 სტუმრით შემოიფარგლა და როგორც ამბობენ იყო ძალიან მდიდრული და დასამახსოვრებელი.

ქეით ნიკოლის წიგნში სათაურით : "უილიამი და ჰარი" (2010 წ.) საუბარია იმის შესახებ, რომ დიანას ბიჭებს და კამილას შვილებს ჰქონდათ უთანხმოება მათი მშობლების ოჯახების დანგრევის გამო. ლაურა და ტომი თვლიდნენ, რომ კამილას და ენდრიუს დაშორების მიზეზი იყო პრინცი ჩარლზი. დიანას შვილებს კი მიაჩნდათ, რომ ყველაფერი რაც მოხდა იყო კამილას ბრალი, და რომ მან მიაყენა დიანას ყველაზე დიდი ზიანი. ამის გამო საშინელი ჩხუბებიც კი ჰქონდათ ერთმანეთთან, განსაკუთრებით უილიამს და ლაურას. მიუხედავად ამისა, ძმები მაინც დაესწრნენ ლაურას ქორწილს. წლების შემდეგ კი ლაურას პატარა გოგონა ელისა იყო უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწილის ცერემონიალის მონაწილე.კამილას ვაჟი ტომი ამჟამად 42 წლისაა და არის ძალიან ცნობილი გასტრონომიული ექსპერტი და ტელეშოუების წამყვანი. ასევე ყველა იმ კონკურსის ჟიურის თავჯდომარე, რომელიც საკვებს და კერძებს ეხება. მან, 2017 წელს, გაზეთ The Daily Telegraph-ს უპასუხა კითხვებზე და იქ ამბობს, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან უყვარდა ჭამა და წერა. სწორედ ეს ორი რამ გააერთიანა და მისგან გასტრონომიაზე მწერალი წიგნების კარგი ავტორი გამოვიდა. ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული ტომის წიგნის პრეზენტაციაზე, მამასთან, დასთან და დედასთან ერთად დგას.

უყვარს დედა, და მიუხედავად იმისა რომ ზრდასრული მამაკაცია და ცოლშვილის პატრონი, დედას თუ 2 დღე ვერ შეეხმიანა, ტელევიზორს რთავს და იქ ეძებს მასზე ინფორმაციას. მიაჩნია, რომ კამილა იმსახურებს ინგლისის დედოფლობას, რადგან მან დაუმსახურებლად გაიარა საზოგადოებრივი სიძულვილის მძიმე წლები. იხსენებს როგორ ვერ იტანდა ხალხი დედამისს განსაკუთრებით დიანას დაღუპვის მერე. თან იმ დონემდე, რომ სუპერმარკეტში შესულ კამილას სხვადასხვა პროდუქტებს ესროდნენ. მიაჩნია, რომ დედა არ იმსახურებდა ამ სიძულვილს. მისი ბრალი არ იყო რომ პრინცს შეუყვარდა.წლებთან ერთად, კამილას რეპუტაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. ჰარიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კამილა არ ყოფილა მათთვის ბოროტი დედინაცვალი, ცდილობდა დამეგობრებას. ასევე შეძლო მათი მამის გაბედნიერებაც.2022 წლის თებერვალში დედოფალმა ელისაბედმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:" როცა მოვა დრო, ჩემი შვილი ჩარლზი გახდება მეფე. მე ვიცი, რომ მასაც და მის მეუღლე კამილასაც ისევე დაუჭერთ მხარს, როგორც მე. და როდესაც ეს დრო დადგება, ჩემი სურვილია, კამილა მიიღოთ დედოფლად."კამილა პარკერის შვილმა ტომ პარკერმა განაცხადა, რომ როცა მათი დედა დედოფალი გახდება, მათზე ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს. ისინი ვერ გახდებიან სამეფო ოჯახის წევრები, რადგან ისინი არ არიან მეფის სისხლით ნათესავები და არც არანაირი სამეფო ტიტული არ გააჩნიათ. ამდენად, ისინი ისევ ჩვეულებრივ ადამიანებად დარჩებიან.2015 წელს Grimshaw of 9 News Australia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტომმა გაიხსენა თავისი ბავშვობა. თქვა, რომ ის და მისი და ლაურა მთელი ბავშვობა, ბინოკლით აკვირდებოდნენ პაპარაცებს, რომლებიც მათი მშობლიური უილტშირის სახლის ირგვლივ ტრიალებდნენ. ახსოვს თუ როგორი შეშფოთებულები ეუბნებოდნენ დედას: - "დედა ნახე, დღეს ხუთი პაპარაცია აქ მოსული და გვითვალთვალებს."როდესაც მანქანით გადაადგილდებოდნენ, ეს ადამიანებიც ხან მოტოციკლეტით, ხანაც მანქანებით და დიდი სიჩქარით უკან მისდევდნენ. დარაჯობდნენ აეროპორტებთან, მაღაზიებთან, ყველგან, სადაც დადიოდნენ. კამილას შვილებს ერთი სული ჰმქონდა გამექროთ ისინი და სხვებივით თავისუფლად ეცხოვრათ. ახლა კი, როდესაც მათი დედა დედოფალი ხდება და ჟურნალისტებს აინტერესებთ ექნებათ თუ არა დედოფლის შვილებს დაცვა და სხვა პრივილეგიები, პასუხობენ, რომ რადგან აქობამდე მათ ეს არ დასჭირვებიათ, არც აწი დასჭირდებათ. ტომი ამბობს, რომ მათთვის მთავარია არ შეარცხვინონ დედა, როგორც დედოფალი, - ქუჩაში არ ირბინონ ტიტვლებმა და არ იბღავლონ მისი თანდასწრებით.ტვიტერზე ტომს 38 000 გამომწერი ყავს, მაგრამ, არასოდეს არ უხსენებია სამეფო ოჯახი და იქაური ამბები. ორივე და-ძმა თავშეკავებულია და ამით დედას უფრთხილდებიან.ისინი იყვნენ ელისაბედ მეორის გასვენებაზე, პატივი მიაგეს და უხმაუროდ დაბრუნდნენ სახლებში. არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ. ისინი დარჩნენ უბრალო ადამიანებად და ამის გამო ინგლისის პრესა და-ძმა პარკერებს ძალიან აფასებს. (ავტორის მიერ უცხოეთის პრესაზე დაყრდნობით მომზადებული მასალა.)

 

 

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge