რეაქციები ყველაზე უმსგავსო და უსამართლო ომზე

რეაქციები ყველაზე უმსგავსო და უსამართლო ომზე

24.02.2023

 ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(დაიჯესტ-მასალა)

დღეს, 24 თებერვალს, აქტივისტებმა ლონდონში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩოს წინ გზა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს.

ბელგრადში, რუსეთის საელჩოსთან თავის ქალადადგმული, სისხლისფერი ტორტით მივიდა სერბი აქტივისტი, ჩედომირ სტოიკოვიჩი უკრაინაში ომის დაწყების წლისთავის გასაპროტესტებლად.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელიც პუტინის გემზე მოიაზრებოდა, „მეგობარი“ დატოვა და  კიევში ვიზიტი მოითხოვა.

უკრაინელებო, საფრანგეთი თქვენს გვერდით დგას! დაწერა Twitter-ის  გვერდზე ემანუელ მაკრონიმ.

" ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეირყევა, NATO არ გაიყოფა! არ დავიღლებით!” - თქვა  აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, რომ მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა. მაგრამ კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.

პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების წინ რუსთაველმა გენიალურად ჩამოაყალიბა: "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". აშშ-ს საელჩო

"გაფრთხილდით, სახარება არ არის იდეა, სახარება არ არის იდეოლოგია. სახარება არის მოწოდება, რომელიც მისწვდება თქვენ გულს და გარდაქმნის მას, მაგრამ თუ თქვენ შეეფარებით იდეას, იდეოლოგიას - მემარცხენეს, მემარჯვენეს თუ ცენტრისტულს, თქვენ აქცევთ სახარებას პოლიტიკურ პარტიად, იდეოლოგიად, სახალხო კლუბად" - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

ნახატი (ავტორი უცნობი) აშშ-ში დღეს გამართული გამოფენიდან. Ukrainian Art Center LA



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge