მახაჩკალაში (დაღესტანი)ახლად გამოვლენილი ქართულ-არაბული პალიმფსესტი (VI-VIIსს)

მახაჩკალაში (დაღესტანი)ახლად გამოვლენილი ქართულ-არაბული პალიმფსესტი (VI-VIIსს)

26.05.2023

მახაჩკალაში (დაღესტანი)ახლად გამოვლენილი  ქართულ-არაბული პალიმფსესტი (VI-VII სს)

არაბული ხელნაწერი, რომლის ქვედა ფენაზეც ასომთავრულით გადაწერილი სახარების ტექსტი იკითხება, ქართული სამეცნიერო წრისთვის 2014 წლიდანაა ცნობილი. პირველად ხელნაწერზე სტატია 2016 წელს გამოსცა ენათმეცნიერმა, პროფესორმა, თეიმურაზ გვანცელაძემ და ფილოლოგიის დოქტორმა, გვანცა გვანცელაძე (ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები დაღესტანში და ახლად გამოვლენილი ხანმეტი პალიმფსესტი (წინასწარი ცნობა). ფილოლოგიური პარალელები. სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2016 (№8.), გვ. 63-75).

ცხადია, ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ ჰქონდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსაც. ცენტრმა 2014 წლიდან დაიწყო მოლაპარაკეკები, რათა მეცნიერებს საშუალება ჰქონოდათ ჩასულიყვნენ დაღესტანში და ადგილზე შეესწავლათ ხელნაწერი.

2018 წელს დაღესტნის ქალაქ მახაჩკალაში ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, მივლინებით იმყოფებოდა აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ჩიტუნაშვილი დალი. მან შეისწვლა ხელნაწერი და დაადგინა, რომ პალიმფსესტის ქვედა ფენა არის სახარება, რომელიც სრული ტექსტოლოგიური კვლევის დასრულებამდე VI-VII საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. ამ ეტაპზე ხელნაწერის ტექსტი მთლიანად იდენტიფიცირებული და გადმოწერილია. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი მზადდება გამოსაცემად.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts

#დაღესტანი

#ხელნაწერი

#პალიმფსესტი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge