ვასილ კაჭარავა

ვასილ კაჭარავა

09.06.2023

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და  ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი, ვასილ კაჭარავა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტმა, ასევე ქართველი ამერიკანისტების დიდმა არმიამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა.

ვასილ კაჭარავას ხელმძღვანელობით 24-ჯერ  წარმატებით ჩატარდა ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

ვასილ კაჭარავა არის აშშ-ის ისტორიის, საზოგადოების, პოლიტიკური სისტემისა თუ დიპლომატიის თემატიკაზე გამოცემული არაერთი წიგნის, პუბლიკაციის ავტორი და საქართველოში - ამერიკანისტიკის, როგორც დარგის დამფუძნებელი.

სამარადისო ხსოვნა თაობების აღმზრდელ და ვალმოხდილ პროფესორს.

გთავაზობთ, ინტერვიუს ნაწყვეტს, რომელიც, 2017 წლის 13 მაისს ჩაწერა პროფესორ ვასილ კაჭარავასთან,  ჟურნალისტმა ნანა ჯანაშიამ - ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის დასრულების დღეს (კონფერენცია მიეძღვნა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიღების 230-ე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავს.). 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge