ვალენტინობაზე ამერიკელები 25 მილიარდამდე დოლარს ხარჯავენ

ვალენტინობაზე ამერიკელები 25 მილიარდამდე დოლარს ხარჯავენ

14.02.2024

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(მომზადებული მასალა)

ყველაზე  გავრცელებული  ლეგენდის  თანახმად, რომის იმპერატორმა კლავდიუს II  (მეფობდა 268-270 წლებში) კათოლიკური ქორწინებები აკრძალა. მას მიაჩნდა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც დაოჯახებულები იყვნენ ომის დროს  კარგად ვერ იბრძოდნენ. მხოლოდ  მღვდელი  ვალენტინი არ  დაემორჩილა იმპერატორის აკრძალვას და ფარულად დაიწყო შეყვარებულების  დაქორწინება. როდესაც ეს ამბავი გამჟღავნდა, ვალენტინი დაატყვევეს და 270 წლის  14 თებერვალს თავი მოჰკვეთეს.

ვალენტინობის დღე ფართოდ აღინიშნება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ავსტრალიაში. ეს დღესასწაული ასევე პოპულარულია არგენტინაში, საფრანგეთსა და სამხრეთ კორეაში. ფილიპინებში კი დაქორწინების ყველაზე სასურველ თარიღად 14 თებერვალი არის მიჩნეული. ამ დღეს ქვეყანაში ასობით წყვილი ქორწინდება, ხშირია მასობრივი ქორწილებიც, სადაც რამდენიმე წყვილი ერთდროულად ქორწინდება.

ვალენტინობის დღის ტრადიციულ საჩუქრებად მიჩნეულია ბარათები, ტკბილეული და ყვავილები. 2023 წელს ამერიკელებმა თითქმის 25 მილიარდი დოლარი დახარჯეს ვალენტინობაზე.თანამედროვე ეპოქაში ვალენტინობა  „კომერციულ დღესასწაულად“  გადაიქცა და ამის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ.

 ზოგიერთისთვის  ვალენტინობის დღეს შფოთვა მოაქვს. არიან ადამიანები, რომლებიც შეყვარებულის არყოლას სწორედ ამ დღეს განიცდიან. ამერიკელებმა გამოსავალი აქაც იპოვეს და მომდევნო დღე - 15 თებერვალი - მარტოხელების დღედ  (Singles Awareness Day) გამოაცხადეს. 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge