კალე

კალე

11.02.2025

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

კ ა ლ ე

„მე მოვკლავ დედას,no

დავახრჩობ მამას,no

თუ კი პარტია

მიბრძანებს ამას!“

ეს სიტყვები ეკუთვნის ბოლშევიკ პოეტს,  ფსევდონიმით კალე ფეოდოსიშვილს.

 დაიბადა  1905 წელს ხობში,  1938 წლის 30 მარტს კი ქ. ვორკუტაში დახვრიტესangry ( ახლანდ. კომის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია).

ქართველი საბჭოთა პოეტი, კალისტრატე ვეკუა იგივე კალე, ლიტერატურულ ასპარეზზე  გამოვიდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების იძულებითი დამყარების შემდეგ. ის საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის წევრი იყო. გამოირჩეოდა ბოლშევიკური რევოლუციის და საბჭოთა ხელისუფლების ერთგულებით, თავს ესხმოდა ეროვნული პატრიოტიზმის გამოვლინებებს. მისი ლექსი  „ქალაქის ბაღში“, ცნობილი გახდა ზემოთ მოყვანილი სტრიქონით: „მე მოვკლავ დედას...“ რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში „მერცხალი“, 1926, №4.

ბოლშევიკ პოეტს არ დაუფასდა პარტიისადმი სიყვარული და ერთგულება. 1935 წელს, პოეტი კალე „ტროცკისტული ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით საქართველოდან გაასახლეს.

პოეტი კალე 1937 წელის დეკემბერში დააპატიმრეს კომის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

1938 წლის მარტში ის დახვრიტეს.

 

2025 წლის თებერვალში გირჩევთ:

არ მოლკლა დედა,

არ მოკლა მამა,

 იყავი კარგი -

შვილიც და მამაც!heart

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge