თსუ სამაგისტრო პროგრამაზე - მედიის კვლევები, სასწავლო კურსი - მედია და უსაფრთხოება, სტუდენტთა უმეტესობამ წარმატებით დაასრულა. მათ თავი ისახელეს როგორც საინტერესო სტატიების, პრეზენტაციების და მოხსენებების ავტორებმა. ისინი კარგად იცნობენ ჟურნალისტიკის დარგში მოღვაწე თანამედროვე ავტორების შრომებს. არაერთი კვლევა აქვთ ჩატარებული მედიაზე, როგორც რბილი ძალის სტრატეგიულ ინსტრუმენტზე, მედიაზე, როგორც მეოთხე ხელისუფლებაზე, მასზე დაკისრებულ ვალდებულებებზე და პასუხისმგებლობებზე, ინფორმაციაზე, როგორც სრატეგიულ ინსტრუმენტზე და ქვეყნის ინტერესების დასაცავად მომართული ჟურნალისტის ქცევაზე. გაანალიზებული აქვთ, თუ როდის და რატომ ხდება კონკრეტული სტატიის ან სიუჟეტის "ყალბ ამბად" შერაცხვა და როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს ავტორები. ასევე, გაცნობიერებული აქვთ მედიის როლი კრიტიკული სიტუაციების მართვისას. იცნობენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების რეკომენდაციებს, მოსალოდნელი საფრთხეებისგან მაქსიმალური თავდაცვის მისაღწევად. მათ იციან, რომ რეიტინგზე მნიშვნელოვანი არის სწორი, უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება მოვლენათა ეპიცენტრიდან. მედიასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის კავშირის შესახებ არაერთი დისკუსია აქვთ გამართული. წარმატებები ნიჭიერ ახალგაზრდებს!
ფოტოებზე: ეკატერინე ჯანიაშვილი, ლექსო მინდიაშვილი, მარიამ ხარძიანი;



მარიამ გორხელაშვილი, ალექსანდრე თვალავაძე, ანამარია ხეთაგური;



ნინო შავლაძე, გიორგი ციხისთავი, ქეთევან ტუხაშვილი;



ვასიკო ზუმბაძე, ნანა ჩადუნელი, თამარ კირკიტაძე;




ვანიკო მახარაშვილი

