დიდთოვლობა საქართველოში

დიდთოვლობა საქართველოში

25.02.2025

enlightenedმეგობებო,  ახლა გურიას ვჭირდებით!
ვინც ხართ სნოუბაიკერი ან ბურანის მფლობელი და გსურთ/გეგმავთ თბილისიდან დასახმარებლად ტრანსპორტის გურიისკენ გადაადგილებას, მოგვმართეთ. მაქსიმალურად დაგეხმარებით და უსასყიდლოდ მიგაყვანინებთ თქვენს თოვლმავალ ტრანსპორტს იმ ადგილებამდე, სადაც ხალხს ვჭირდებით!
მოტო ევაკუატორი - Elva 33
მობ.:510 000 345 ან 505 05 05 35

წერს ნიკა კულულაშვილი

enlightenedოჯახის წევრები საზღვარგარეთ ვართ.  ბაბუ გურიაშია. ის  გადაადგილდება ეტლით და ყავს მომვლელი ქალი, რომელიც გვეუბნება, რომ სახლის ფანჯრებიდან მხოლოდ თოვლი ჩანს. შეშა აქვთ, მაგრამ ამ ქალს უჭირს მისი გამოტანა თოვლის საფარიდან,
სოფელში  არ არიან ახალგაზრდები, რომ დაეხმარონ.
სურსათი და მედიკამენტები უმთავრდებათ.
ჩანგრეულია სახლში შესასვლელი ღობე
ოზურგეთი, სოფელი გურიანთა.

enlightenedსოფელი ნატანები პარალიზებულია სრულიად. არ გვაქვს გზა, წყალი და ელექტროენერგია. ჯაფარეულში მიცვალებულია და მეზობლები ვერ მივდივართ რადგან გზა თოვლითაა დაფარული. ოჯახებში მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცებია. გზის გაწმენდაში დაგვეხმარეთ.
კრიტიკული მდგომარეობაა!
enlightenedხვალ ტვირთამწე დრონებით ვიქნებით გურიაში.
გთხოვთ, განაახლოთ ინფორმაცია საჭიროების მიხედვით. წერს, დავით ქაცარავა.

enlightenedხვალისთვის, თუ ვინმე შეძლებთ წაღებას, ოზურგეთიდან, შეგვიძლია თოვლში ჩარჩენილი ოჯახებისთვის გაგატანოთ ცხელი პური. წერს, ნინო ორლოვსკაია.

enlightenedდაწერეთ ვის რა მედიკამენტები, ბავშვის საკვები/პამპერსი და ა.შ გესაჭიროებათ. ფარმადეპო.

enlightenedჩოხატაურუს სოფელ ზენობნიდან ვართ, მყავს 8 მცირეწლოვანი შვილი, სახლს ვერ ვთოვლავთ, ასევე  გვესაჭიროება პროდუქტი, გზის გაწმენდა ან აქედან გაყვანა, სოფელში არის 8 თვის ორსული სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მათაც ესაჭიროება პროდუქტი და გაყვანა. წერს მედეა  და უთითებს მეუღლის მობ.: 598565959
enlightenedსოფელი შემოქმედში  2 პატარა ბავშვით ცხოვრობენ მიხო და ირმა მექვაბიშვილები. მიხოსს სისხლი სდის ხელებიდან თავისი და სხვისი სახლების გაუთავებელი გადმოთოვლვის გამო. სოფელში სხვა კაცი არავინ ყავთ, რომ დაეხმაროს. მეზობლად მხოლოდ მოხუცები არიან. მექვაბიშვილის მობილურის ნომერია551 41 12 42 . თუ ვინმე მოხვდებით შემოქმედში დაეხმარეთ ან ხელთათმანები მაინც მიაწოდეთ ამ კაცს.

enlightenedვერ უკავშირდებიან მამას, მერაბ ცეცხლაძეს, სოფელ შემოქმედში, სადაც  ელექტროენერგია არ აქვთ! 87წ. ბებო არის ჩაწოლილი.

enlightenedმოხალისეებს მოგმართავთ, ვინც თბილისიდან მიდიხართ, ჩემი მცირედი მხარდაჭერა მიიღეთ და გაიყოლიეთ საცხობიდან პური დაზარალებულთათვის. მის:
სანზონა. გურამიშვილის გამზირი. #21-სა და #23-ს შორის არის თონე და მობრძანდით. მზისა
enlightenedგურიაში მიმდინარე სტიქიური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენი კომპანია მზადაა, დაუყოვნებლივ დაეხმაროს ყველა დაზარალებულს. ამ რთულ პირობებში, სადაც თოვლი და ქარი მნიშვნელოვნად ართულებს მდგომარეობას, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ისე, როგორაც შეგვიძლია. თუ გჭირდებათ დახმარება თოვლით დაფარულ გზებზე,  ან სხვა ნებისმიერ საკითხებში, აუცილებლად დაგვიკავშირდით. დილით გამოვდივართ. 598216828 გიორგი, 555531840 გიორგი.

enlightenedგამოვდივართ 4-5 თოვლმავლით თბილისიდან! ნებისმიერ ლოკაციაზე შეგვიძლია მისვლა. წერს, გიორგი გახელაძე.
- ანგარიშის ნომერი დადეთ და საწვავის ხარჯის თანხას ჩავრიცხავთ. წერს, თეონა ჭიკაიძე
- დიდი მადლობა! საწვავით Wissol / ვისოლი გვეხმარება.
enlightenedქობულეთთან ახლოს არის სოფ ხუცუბანი. გუშინ ძალიან ცუდ დღეში იყვნენ. ტელ. 595036063 ქეთი. იქნებ შეეხმიანოთ.
enlightenedგურია, სოფელი ორმეთი, იქნებ ჩემებს დაეხმაროთ. წერს თეო მეგენეიშვილი.
enlightenedსოფ ზემო ნატანები მოხუცები არიან. დაეხმარეთ! წერს, მარი თავაძე
enlightenedსოფელ დვაბზუში ორი ასაკოვანია სახლში , სახლი არის გადასათოვლი, გზა არ არის გაწმენდილი რომ ცენტრალურ გზამდე გავიდეს ადამიანი. არც ელექტროენერგი აქვთ . ძალიან ცუდი მდგომარეობაა. წერს მიმი.
enlightenedჩოხატაურში, სოფელი დაბლაციხეში, შუქი და წყალი გამოირთო. სახლის სახურავზე დიდი თოვლია და ჩვენ ვერ შევძლებთ გადმოთოვლვას. იქნებ, ვინმე დაგვეხმაროს, სამეზობლოში მხოლოდ ასაკოვანი ხალხია. წერს ნინო ნატროშვილი.

enlightened5 დღეა ვერ ვუკავშირდებით მშობლებს. სოფელი შრომა, პირველი ბრიგადა, 599101172ალექსანდრე ხომერიკი. წერს ხათუნა გურგენიძე.

enlightenedსოფელი მაკვანეთი, სახლია გადმოსათოვლი. მობ.: 555100950. წერს ნათია გელაზე.

enlightenedგამარჯობა ხალხო, ხვალ დილას გურიისკენ ხომ არ გადის ვინმე და ერთი ადგილი ხომ არ გაქვთ? მზად ვარ მძიმე წერტილებში სამუშაოდ. ორი ადგილი თუ იქნა, ხომ კარგი და კარგი. წერს გიორგი საძაგლიშვილი.

enlightenedდამიწერეთ ყველა საჭირო პროდუქტი რაც გჭირდებათ.
მოვდივართ!!! წერს ომიკო მანწკავა.
enlightenedსოფ ბაილეთში, ოზურგეთის რაიონში, სუფსის ხიდთან გელა მეგრელიშვილს გული აწუხებს და ცუდადაა. ვერ ვუკავშირდებით. წერს, თათია კობიძე.

enlightenedაკეთში, მამათში ვისაც ჭირდება დახმარება, დარეკეთ ამ ნომერეზე 577 30 23 26 ზური.
enlightenedგთხოვთ, ადამიანებთან ერთად იქ მყოფი მიუსაფარი ძაღლებიც არ დავივიწყოთ!
ალბათ უამრავი გაიყინა და ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეგვიძლია, გადავარჩინოთ.
შემიძლია ძაღლის საკვები  წამსვლელებს გაგატანოთ. დანაყრებულები უკეთ უძლებენ ყინვას.
მჭირდება საკონტაქტო ადამიანი ვინც იცის, ვინ და როდის მიდის გურიაში, მოხალისედ. წერს მარიამ ცერცვაძე.

enlightenedსოფელ ომფარეთში, ლანჩხუთის რაიონი, დღეს დილით გარდაიცვალა ჩვენი ბებია . ვერ ჩავდივართ ბათუმიდან, ძალიან დიდი თოვლია. გზის გაწმენდა გვჭირდება სასწრაფოდ, უმორჩილესად გთხოვთ, რომ ჩავიდეთ და დავასაფლავოთ ბებია. წერს ანა სლიუსარევა.

enlightenedმეგობრებო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მოხალისეთა მცირე ჯგუფი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამოდენიმე პროცესი:
1. მოხალისეების შტაბისთვის გაიხსნა ლანჩხუთის თეატრის კარი და იქ შევიკრიბებით და დავიწყებთ საჭირო პროდუქტების/ინვენტარის შეგროვებას და დახარისხებას.
2. გვესაჭიროება თანხა რათა შევძლოთ საჭმლის მომზადება, მედიკამენტების შეძენა. ამ ეტაპზე Lado Apkhazava საკუთარი სახსრებით ამზადებს და არიგებს საკვებს ვისთანაც ხელი მიუწვდება.
3. დავწერ ჩემ ანგარიშის ნომერს და გთხოვთ ამ ანგარიშზე ჩარიცხეთ თანხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახმარებლად .
დანარჩენ ინფორმაციას მიგაწვდით დეტალურად. წერს მარიამ ქუტიძე

enlightenedგამარჯობა, ასაკოვანი ცოლ-ქმარი ვართ, გვჭირდება სახლის ჩამოთოვლვა. ოზურგეთში, ჩოხატაურის ქუჩაზე. ქალიშვილი თბილისშია და მთელი დღეა რეკავს ყველგან, მაგრამ არავის არ სცალია დასხმარებლად. ერთმა, 500 ლარი მოითხოვა ჩამოთოვლვაში. გთხოვთ, დამიკავშირდით თუ დახმარება შეგიძლიათ. ტელ 598120598.  წერს ნანი ბარამიძე
- ხვალ 11 საათიდან ორბელიანის ქუჩაზე იქნებიან, 250 ლარად, იქნებ თქვენთვისაც  მოიცალონ, პასუხობს ეთო შარაძე.
enlightenedქვედა მამათში საშინელი მდგომარეობაა. სახლებზე დიდი თოვლი დევს. ვერ ვუკავშირდები მეუღლეს. წერს, მინდიაშვილი.

enlightenedსოფელ შრომას გაზიც აღარ მიეწოდება...წერს, თამარ კირკიტაძე.

enlightenedლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, ყოფილ საბავშვო ბაღში ცხოვრობს უკრაინის ოკუპირებული ნაწილიდან დევნილი 80 წლის ანტონინა კურბატოვა. მისი ქალიშვილი, ახლა ბავშვებთან ერთად ბათუმშია და უტრანსპორტობის გამო დედასთან ვერ მიდის. მოხუცს არ აქვს შუქი და წამლები გაუთავდა. შეშამდე მისასავლელი გზა თოვლითაა დაფარული და ღუმელს ვერ ანთებს. გაზის ბალონში გაზი იწურება. მობილურს მალე დაუჯდება ელემენტი. კედლები დაბზარულია და ძალიან ცივა. შვილი წუხს, რომ დედა გაეყინება. ითხოვს, მივიდეს ვინმე და დაეხმარონ მოხუცს. თუ შესაძლებელია, მიაწოდონ მას წამალი და საკვები. სუსტი გული აქვს, გულზე ოპერაცია გაუკეთეს, კარდიოსტიმულატორი დაუყენეს და ახლა მკვეთრად აეწია წნევა.
ჭირდება წამლის მინიმუმ ერთი ტაბლეტი:
-ბისოპროლოლი 2.5
-როზუვასტატინი 20მგ
-ფიზიოტენცი 04
-ტრიპლექსები 10/2.5/10
წნევამ რომ სასწრაფოდ დაუწიოს ესაჭიროება - Physiotens 04 და Bisoprolol 2.5
მობილური: 591 03 90 91

enlightenedნანა ყარეგიშვილს სოფელ გომში სასწრაფოდ ჭირდება სახლის გადათოვლვა.

enlightenedოზურგეთში, სოფელ კონჭკათში (სუსკურის დასახლებაში,) სოფელ ორმეთის საზღვართან არის 5-6 ოჯახი ჩარჩენილი, სამი დღეა კონტაქტზე არავინ გამოსულა.

enlightenedმეგობრებო, სოფელ ფამფალეთში, უკიდურეს ნაწილში (უბანს ქვია "თიხნარა") უმეტესად ვცხოვრობთ ბავშვები და მოხუცები. ერთერთ ოჯახში ცხოვრობს შშმ პირი კაცი, მარტოდ მარტო, იქამდე ვერ ჩავდივართ მეზობლებიც კი ფიზიკურად. ასეთი ბევრია, გთხოვთ, ჩვენც მოგვაქციეთ ყურადღება! არ გვაქვს ელექტრო ენერგია, გზა არ გაწმენდილა! წერს, თეკლა სოსელია.

enlightenedქალი და ბავშვი ითხოვს სახლის ჩამოთოვლვას მისამართზე: ოზურგეთი, თენიეშვილის 5. ტელ.: 598 32 72 12
enlightenedლანჩხუთის რაიონი, სოფ აკეთი.  დახმარება ჭირდება ხალხს!  სახლებში ძირითადად არიან  მოხუცები და ბავშვები, ჭირდებათ მედიკამენტები.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge