დააპატიმრეს რედაქტორი ქალი

დააპატიმრეს რედაქტორი ქალი

08.03.2025

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

ეს არ მომხდარა დღეს.

ეს მოხდა პარასკევს, 1916 წლის ერთ- ერთ პარასკევს, რუსეთის იმპერიაში საქართველოს ყოფნის მიწურულს და ამ ფაქტზე ინფორმაცია მოამზადა "სახალხო გაზეთმა".

რედაქტორი ქალი, ალექსანდრა ცერცვაძე დაპატიმრებულ იქნა გაზეთ "აზრის", 47-ე ნომერში გამოქვეყნებული სტატიის გამო,  სათაურით: "ეკლესია და დემოკრატია". გაზეთის ამ ნომერს კონფისკაცია გაუკეთეს, ხოლო რედაქტორი დააპატიმრეს. შემდეგ,  თავდებად 1000 მანეთი მოსთხოვეს. თანხა იმ დღესვე იქნა გადახდილი, მაგრამ გაზეთის რედაქტორი მაინც არ გაანთავისუფლეს.

ვეფხისტყაოსანს თუ მოვიშველიებთ: კარგი რამ გვჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! სხვადასხვა ჭირი ჩვენზედა  არ ახალია, ძველია!"

და კიდევ: როგორც მოდა, ისე ისტორიაც - ხანდახან მეორდება.

enlightenedშენიშვნა: ეს საგაზეთო ინფორმაცია, დისერტაციაზე მუშაობის წლებში მოიძია და როგორც ფოტოვერსია ისე შეინახა ნანა აკაკის ასულმა ჯანაშიამ.

saxalxo gazeti1916



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge