ვიკია ქრისტიანია ოსლო

ვიკია ქრისტიანია ოსლო

25.06.2025

ქრისტიანია არის ნორვეგიის დღევანდელი დედაქალაქის, ოსლოს, ერთერთი სახელი. 

1048 წელს, იმ ადგილას, სადაც დღეს არის ქალაქი ოსლო, მეფე ჰარალდ მესამემ, იგივე ჰარალდ მკაცრმა (Harald Hardrade) დააარსა ქალაქი ვიკია (Vichia).

ჰარალდ მეფე, რომელიც  დაიბადა 1015 წელს და მის სახელთან ბევრი საგმირო საქმეა დაკავშირებული,  დაიღუპა 1066 წელს ინგლისის ტახტისთვის ბრძოლაში და მასთან ერთად დასრულდა სკანდინავიელ დამპყრობთა სამსაუკუნოვანი შეიარაღებული ექსპანსია ბრიტანეთზე. ასევე, დამთავრდა ვიკინგთა ეპოქაც.

1624 წლამდე ა. ორტელიუსის რუკის მიხედვით,  დღევანდელ ქალაქ ოსლოს ერქვა  ვიკია (Vichia).

შემდეგ, 1824 წლიდან 1877 წლამდე  ქალაქს ერქვა ქრისტიანია / Christiania.

ამის შემდგომი პარიოდი არის  1877-1925 წლები, როდესაც ქალაქი იწერებოდა როგორც კრისტიანია / Kristiania.

კლოდ მონეს აქვს ნახატი, რომელიც თარიღდება 1895 წლით, სახელწოდებით: Fjord a Christiania.  

კლოდ მონეს ნახატი ქრისტიანია

ქვემოთ: ქრისტიანია 1814 წელს.

ქრისტიანია 1814

მეფე ჰარალდ III.

ჰაროლდ მეფე



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge