ცხელი დეკემბერი 2025

ცხელი დეკემბერი 2025

26.12.2025

ნანა ჯანაშია  / Nana Janashia

ქართულ და უცხოურ მედიაზე დაყრდნობით მომზადებული დაიჯესტი

mailშობისა და ახალი წლის ღონისძიებებზე თავდასხმების დაგეგმვის ბრალდებით, სტამბოლში, 100 -ზე მეტ მისამართზე ჩატარებული რეიდების შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 100-ზე მეტი სავარაუდო წევრი დააკავეს. სტამბოლის პროკურატურის ცნობით IS-ის მხარდამჭერები თავდასხმებს გეგმავდნენ თურქეთის მასშტაბით, არამუსლიმურ დასახლებებში.

mailპოლონეთის არმიის განცხადებით, პოლონეთის ავიაგამანადგურებლებმა რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი შენიშნეს, გზა გადაუჭრეს  და საზღვრიდან განდევნეს".

mailაშშ-მ ტაივანს შეიარაღება მიყიდა,რაც ჩინეთმა პროვოკაციულ ქმედებად მიიჩნია და  სანქციები დაუწესა  თავდაცვის სფეროს 20 ამერიკულ  კომპანიას. სანქცირებულ კომპანიებს ჩინეთის ტერიტორიაზე არსებული აქტივები გაეყინათ.

mail25 დეკემბერს სირიის ერთ-ერთ პროვინციაში, იქ, სადაც ალის მოიმდევრები ანუ ალავიტები ცხოვრობენ (ალავიტები აღიარებენ შიიტური მიმდევრობის თორმეტეულების სკოლას, თუმცა, რელიგიური სინკრეტიზმის ელემენტებით (სინკრეტიზმი - რელიგიის ფორმა, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა რელიგიათა ელემენტები), მეჩეთში მოხდა აფეთქება, რის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

mailტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დაკავებული ჯეფრი ედვარდ ეპშტეინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც, დაკავებიდან მალევე საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს (2019 წლის 10აგვისტო). გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა. 24 დეკემბერს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გარდა იმ 40 დოკუმენტისა, რომელიც სასამართლოს მიერ გასაჯაროვდა, ამ დღეებში, დამატებით, ეპშტეინთან პოტენციურად დაკავშირებული  მილიონზე მეტი დოკუმენტი იქნა აღმოჩენილი FBI-ს და მანჰეტენის პროკურატურის მიერ.

ტაივანი

პოლონეთ
 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge