ბილტმორ თბილისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა

ბილტმორ თბილისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა

15.01.2026

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

ბილტმორ თბილისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ცერემონიალს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები, მათი ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.ღონისძიება იყო კარგად ორგანიზებული.

 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტი 1995 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე მრავალი წარმატებული, მაღალკვალიფიციური კურსდამთავრებული ჰყავს. კსუ არის სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარის წევრი (სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდი (FAIMER)). კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2016 წელს ინდოეთის სამედიცინო საბჭომ (MCI) აღიარებული უცხოური უმაღლესი სასწავლებლების სიაში შეიყვანა, ხოლო 2018 წელს გაწევრიანდა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციაში - „AMEE“. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს საბაზისო და კლინიკური დისციპლინების სწავლებას. ამ მიზნით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: საბაზისო დისციპლინების სასწავლო ლაბორატორიები.ფაკულტეტზე ფუნქციონირებს კლინიკური უნარ-ჩვევებისცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი სასწავლო-სამედიცინო ტექნოლოგიებით, როგორიცაა"Gaumard", "Nasco Life/Form", "Limb and Things", "Laerdal" და "3B Scientific"-ის მიერ წარმოებული სამედიცინო სიმულატორები და მანეკენები. აღნიშნული კორპორაცია წარმოადგენს ანატომიურ და სამედიცინო-ბიოლოგიურ თვალსაჩინოებათა წარმოების მსოფლიო ლიდერს (ჰამბურგი, გერმანია). სამედიცინო სიმულატორები ახდენენ რეალური პაციენტის იმიტაციას, რაც სტუდენტის კლინიკური და კომუნიკაციური უნარების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. 2022 წლიდან ცენტრი წევრია ევროპის სიმულაციური ცენტრების ასოციაციის „ SESAM”, რაც დასტურია იმისა, რომ აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს , რომელიც მედიცინის თანამედროვე სწავლებასა და შეფასების მეთოდებს მოიცავს. CIU-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის მიზანია გამოუმუშავოს მომავალ ექიმებს თანამედროვე სამედიცინო განათლების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული კლინიკური უნარები. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აითვისონ საბაზისო კლინიკური, გადაუდებელი, სამეანო-გინეკოლოგიური, რეანიმაციული, თერაპიული და ქირურგიული პრაქტიკული უნარები. კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალპროფესიული სამედიცინო კადრების აღზრდა-ჩამოყალიბების საქმეში.პრაქტიკული მეცადინეობები კლინიკურ დისციპლინებში მიმდინარეობს უნივერსიტეტის პარტნიორ კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში, რაც წარმატებულ სტუდენტებს რეალურ დასაქმებაში უწყობთ ხელს.ფაკულტეტზე სწავლობს საფრანგეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, უკრაინის, ,გერმანიის აზერბაიჯანის, ირანის, ერაყის, თურქეთის, სირიის, მაროკოს, ნიგერიის, ეგვიპტის, ინდოეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათი რიცხვი ყოველ სემესტრში მნიშვნელოვნად იზრდება.

წარმატებები მომავალ მედიკოსებს, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში!

ინფორმაცია მომზადდა შემდეგ წყაროზე დაყრდნობით:ciu.edu.ge/ka/faculty/medicine

შარანი და ჰაკიმი

ბილტმორის დარბაზი

studentebis ekrani

ფატიმა

სხედან დარბაზში

დარბაზში დგანან

ვიღაც

სკამზე გოგო

ხასიმ

ჰაკან დროშა

საშა მილოცვა

ჰაკიმი დედას ელეპარაკება

მშობელი კიბეზე ქალი

ნამცხ

მე და გოგოები

Palimfsesti.ge -ის ფოტოები



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge