კვირის დაიჯესტი

კვირის დაიჯესტი

10.05.2014

ჯონჯოლიანად გაიტაცეს. 

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსები მადაზე მოვიდნენ და საჩხერის რაიონიდან 20-მდე ჯონჯოლის საკრეფად წასული ადგილობრივი ჯონჯოლიანად გაიტაცეს.

კიდევ ვის გიყვართ ჯონჯოლი?!

3.კალაძე ნარმანიაზე: "რაც შეეხება ბატონ დავითს, საბურთალოზე ცხოვრობს, ასე რომ საბურთალოელი მეგრელია, ამიტომ პრობლემა არ არის ამასთან დაკავშირებით"... 

4.საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ხელისუფლების სამაისო  განცხადებებს ეხმიანება.
ვაშაძე: ხელისუფლების განცხადებაზე სალტიკოვ-შჩედრინის ფრაზა გაგახსენდება: Чего-то им хочется: не то государства, не то севрюжины с хреном.  კლასიკოსის კიდევ ერთი ფრაზა რომ გადმოვაჩვენებუროდ: Наша власть должна держать грузинский народ в состоянии постоянного изумления. ”

5. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსების საკითხზე გაკეთებული განცხადების გამო, კოალიციის წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკას თოქ-შოუ რეაქციაში უპასუხა.
ალასანია: მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებას ვითხოვ... ბუნებრივია, ჩვენი ჯაზ-გუნდებისთვის ვიოლინოების პარტიას ვერ მოვითხოვდი.

6. " არ მაინტერესებს, რუსთავი 2 ვის მოსწონს და ვის არა! არ მაინტერესებს, რუსთავი 2-ს ვინ ესიმპატიურება! ის, რაც დღეს ამ ტელევიზიამ განაცხადა, არის ამაზრზენი! არ დავინახო აქ რაიმე კომენტარი, რომ ეს მიკერძოებული ტელევიზიაა, ყველა ასეთია საქართველოში! თავისუფალი გარემო მედიას! ”
წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე. დღეს ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას ფარულად იწერდნენ.

7. რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსს ანგრევენ.

8.ფადი ასლი: “ დღეს ვგეგმავდი 4 საბურავის ყიდვას ჩემი მანქანისთვის, მაგრამ გადავიფიქრე, რათა რევოლუციის დაგეგმვაში არ დამადანაშაულონ. ” 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge