ნინო შუბლაძემ "რუსთავი2" დატოვა

ნინო შუბლაძემ "რუსთავი2" დატოვა

13.05.2014

მივიღე გადაწყვეტილება დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედია სივრცეში. ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი . დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, მის გენერალურ დირექტორს და რუსთავი 2-ი ს მთელ გუნდს ამდენი წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობისთვის. ვრჩები ამ არხის ყველაზე დიდ გულშემატკივრად და მჯერა, რომ პროფესიონალების დიდი გუნდი, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს, შეინარჩუნებს პირველობას ქართულ მედია სივრცეში. დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომელიც მთავარი სტიმული იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. წერს ნინო შუბლაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.

რუსთავი2-ის  გენერალური დირექტორის მოადგილედ ზაალ უდუმაშვილი, ხოლო საინფორმაციო სამახურის უფროსად გიორგი ლაფერაშვილი დაინიშნება. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ძალიან წყდება გული ნინო შუბლაძის წასვლის გამო:  "შარშან, ამ დროს  შევთანხმდით, რომ ნინო აგვისტოდან მიდიოდა არხიდან. მისი გადაწყვეტილება იყო - ცოტა ხანი მედიაში მუშაობაში პაუზა უნდა აეღო. დანამდვილებით ვიტყვი, ეს პირადი საკითხებით არის განპირობებული. მან გადაწყვიტა, რომ ეს ახლა გაეკეთებინა. შევეცადეთ, "კურიერის" გუნდთან ერთად, გადაგვერწმუნებინა, თუმცა არ გამოგვივიდა. ნინო არხისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ნინოს წასვლა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს იმდენად შეიძლება უკავშირდებოდეს, რამდენადაც ემოციური დამოკიდებულება შეიძლება იყოს მძიმე. ნინოს ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. იმ ვიდეოკადრებს, რომლებიც მოვიპოვეთ, არც ჩემთვის და არც მასთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ერთ-ერთი ფაქტორი თავისთავად ეს იყო. ემოციური ფონი ამან დაამძიმა და აგვისტომდე სამი თვით ადრე წავიდა ტელეკომპანიიდან."



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge