ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული

ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული

13.05.2014

 

ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ჰავაის  ხატი ამერიკიდან  საქართველოში ჩამოაბრძანეს. ჰავაის ხატი მონრეალის ხატის ანალოგია და სასწაულებს ახდენს.ხატის ისტორია: 2006 წლის ოქტომბერში, ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ვარდის საოცარი სურნელება იგრძნეს. ოჯახის უფროსს, ნექტარიოს იანქსონს, თავიდან ეგონა, რომ ოჯახის რომელიმე წევრის მოტანილი რაიმე ნივთი გამოსცემდა ამ სურნელს, მაგრამ ეს მოსაზრება ყველამ უარყო. მაშინ დაიწყეს ძებნა, მიჰყვნენ სურნელებას და წიგნის თაროზე მირონმდინარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი აღმოაჩინეს, რომელსაც იქაურობა მირონით დაესველებინა. შეძრწუნებულმა ნექტარიოსმა ძვირფასი აღმოჩენა მართლმადიდებლურ ტაძარში წააბრძანა და მამა ანატოლის გადასცა. მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა, რომლის დროსაც მირონდენა კიდევ უფრო გაძლიერდა.

საბოლოოდ  ოჯახმა,  ეს ხატი  სან-ფრანცისკოს საეპისკოპოსო ტაძარში მთავარეპისკოპოსს დაუტოვა. ტაძრად მიბრძანებიდან 6 თვის შემდეგ ხატმა მოგზაურობა დაიწყო. მრავალი ქვეყანა მოიარა. ამჯერად, საქართველოში მობრძანდა და აქ 23 მაისამდე დარჩება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge