ფული და ცრურწმენა

ფული და ცრურწმენა

14.05.2014

1.ფული არ  დადოთ მაგიდაზე, - შემოგელევათ.

2.თუ სახლის ყველა კუთხეში დაყრით მონეტებს, ოჯახს ფული  არ მოაკლდება.

3.მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ  მუდმივად გედოთ ხუთლარიანი, ეს სიმდიდრის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

4. ახალ მთვარეს თუ აჩვენებთ  მონეტას, მთვარესთნ ერთად თქვენი ფინანსებიც გაიზრდება. 

5.თუ იპოვით  დეფორმირებულ ან გახვრეტილ მონეტას აუცილებლად აიღეთ და ჯიბით ატარეთ მანამ, სანამ არ იშოვით დიდ ფულს. როგორც კი ოცნება აგიხდებათ, ეს მონეტა ისეთ ადგილას დააგდეთ, სადაც არასოდეს არ გაივლით. ამ  მონეტამ  სხვა ადამიანსაც უნდა მოუტანოს ფინასური სიძლიერე, თქვენი რომ შეინარჩუნოთ...

6.  ქაღალდის კუპიურები გაშლილად და უნაკეცოდ უნდა იდოს საფულეში. ფული პატივმოყვარეა და მოსწონს როცა აფასებენ. არააკურატულად მოპყრობის შემთხვევაში ფული  სხვასთან გარბის.

7. ხალხური რწმენის მიხედვით, ყოველი ძველი კუპიურა,  პირველ  პატრონზე ინფორმაციის მატარებელად არის მიჩნეული. არავინ იცის ლოთის ხელში გამოიარა მან,  თუ ბიზნესმენის. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივეს ენერგეტიკა საკუთარ კვალს ტოვებს  ამ კუპიურაზე. საუკეთესო ვარიანტად არის მიჩნეული, როდესაც ხელფასს ახალი კუპიურებით ღებულობ, რადგან, თავად აპროგრამებ მას. ყოველი კუპიურა მისი პირველი პატრონის ფინასური განცდების მატარებელია და გადაეცემა მომდევნო მფლობელს.

8. ფული აიღეთ მარჯვენა ხელით და გაეცით მარცხენით.

თუ ამ წესებს დაიცავთ, ფინანსურად უზრუნველი ცხოვრება გელით!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge