საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 23 მაისს ესპანეთში გაემგზავრება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 23 მაისს ესპანეთში გაემგზავრება

15.05.2014

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 29 მაისს საუდის არაბეთის ნაკრებს ესპანეთის ქალაქ ხერესში დაუპირისპირდება.  თემურ ქეცბაიას გუნდი მატჩისთვის მოსამზადებლად ესპანეთში 23 მაისს გაემგზავრება.  ცნობილია საქართველოს ნაკრების მეორე ამხანაგური მატჩის ჩატარების თარიღიც. 3 ივნისს, შვეიცარიაში "ჯვაროსნები" არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრების (ფიფას რეიტინგში 67-ე) წინააღმდეგ ითამაშებენ.  მატჩის მასპინძელი ქალაქი რამდენიმე დღეში დაზუსტდება. ამ ორი ამხანაგური მატჩისთვის თემურ ქეცბაიამ 23 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ვალეტა", მალტა), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), გია გრიგალავა ("ანჟი", რუსეთი), დავით კვირკველია ("დინამო", თბილისი), ლევან კაკუბავა ("სპარტაკი", ცხინვალი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), გიორგი ფოფხაძე ("იაგელონია", პოლონეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე - "დნიპრო", უკრაინა), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი), მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("ჩერნომორეცი", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით თარგამაძე ("ილიჩევეცი", უკრაინა)
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე ("დინამო", თბილისი) ნაკრებს ტრავმის გამო ჯანო ანანიძე გამოაკლდა. ასევე, ტრავმის გამო ვერ მოხვდა შემადგენლობაში გიორგი ჭანტურია, რომელიც რუმინეთის ჩემპიონატში მიღებულ ტრავმას ამ დრომდე მკურნალობს.
 


ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge