მკითხველთა კონკურსი

მკითხველთა კონკურსი

16.05.2014

მკითხველთა ორეტაპიანი  კონკურსი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაიმართა და რომლის ორგანიზატორიც  ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქოს ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი წეროძე იყო,  დღეს, საპატრიარქოს ბიბლიოთეკა "წიგნის სავანეში" დასრულდა.  კონკურსის ფინალურ ეტაპზე 13 მონაწილე გადავიდა.  მათგან 4 საუკეთესო კონკურსის სპონსორებმა და ორგანიზატორებმა ელექტრონული წიგნი ქინდლით  დააჯილდოვეს, დანარჩენებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. კონკურსი საქართველოს რკინიგზისა და ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" ხელშეწყობით გაიმართა.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge