ნორვეგიის სამეფოს საელჩო საქართველოში კონსტიტუციის 200 წლის იუბილეს აღნიშნავს

ნორვეგიის სამეფოს საელჩო საქართველოში კონსტიტუციის 200 წლის იუბილეს აღნიშნავს

22.05.2014

ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის მიღებიდან 17 მაისს 200 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღს ნორვეგიის სამეფოს საელჩო საქართველოში დღეს, 22 მაისს აღნიშნავს.

ნორვეგიის სამეფო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ნორვეგიის სამეფოს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში, გარემოსდაცვით პროექტებში და ჰუმანიტარულ საქმიანობაში. 

დღეს, საღამოს 7 საათზე, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერლინგ შონსბერგი და ქალბატონი ასტრიდ შნიტზერ-შონსბერგი ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის მე-200 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე ქართველ და უცხოელ  სტუმრებს უმასპინძლებენ.

P.S. ამ წუთებში  ჩვენმა  კორესპონდენტმა  შეგვატყობინა, რომ ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მიერ გამართული  მიღება თბილ და მეგობრულ გარემოში მიმდინარეობს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge