უცხოური ვალუტის შემოდინების კლება ლარის გაუფასურების საფრთხეს ქმნის

უცხოური ვალუტის შემოდინების კლება ლარის გაუფასურების საფრთხეს ქმნის

25.05.2014

რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე

 უკვე დაიწყო ბიუჯეტში გეგმისაგან ჩამორჩენა. არ მოდის დროულად უცხოური გრანტები და საგარეო სესხები, რაც ბიუჯეტის დეფციტის დაფარვის მთავარი წყაროა. ეს იმის გამო ხდება, რომ ვერ ხერხდება იმ სამუშაოების შესრულება, რისთვისაც ეს თანხებია გათვალისწინებული. ამას სხვა უარყოფითი დატვირთვაც აქვს- კლებულობს უცხოური ვალუტის შემოდინება, რაც ქმნის ლარის გაუფასურების საფრთხეს და ეროვნული ბანკის რეზერვების შეუვსებლობას საკმარის დონემდე. მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს და ნაკლებად ხელგაშლილი ხარჯვის დროს, თორემ წლის ბოლოს შეიძლება დიდ პრობლემებს წააწყდეს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge