ჩიზქეიქი

ჩიზქეიქი

25.05.2014

ღუმელი  175 გრადუსამდე გაახურეთ . საცხობ ყალიბს წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი.  თასში აურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, შემდეგ დაამატეთ კაკაო, კარაქი, შაქარი და რძე. მოზილეთ ცომი. ცომის გუნდა შედეთ საყინულეში 1-2 საათით,  კარგად რომ  გაიხეხოს.

ამასობაში მოამზადეთ კრემი:  თასში მოათავსეთ კრემ-ყველი, კვერცხის გულები, ლიმონის ცედრა, შაქარი, ვანილი და სახამებელი.  თქვიფეთ ორი წუთის განმავლობაში.
ცალკე ათვიფეთ კვერცხის ცილა.  ბეზე მყარი უნდა იყოს, მხოლოდ ასეთი დაამატეთ კრემში.

ცომი გაყავით ორ ნაწილად და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ერთი ნაწილი ფორმის ძირზე გაანაწილეთ, დაასხით კრემი, მოასწორეთ და ცომის მეორე ნაწილი მოაფინეთ. გამოაცხვეთ 40-45 წუთი.

ინგრედიენტები:

ფქვილი

230 გ

კარაქი

110 გ

შაქრის პუდრა

2 ს.კ, სავსე

გამაფხვიერებელი

1 ჩ.კ

კაკაო

1 ს.კ

რძე

2 ს.კ

კრემისთვის :

კრემ-ყველი

500 გ

კვერცხი

2, გული და ცილა ცალ-ცალკე

შაქარი

1 ს.კ

ვანილის შაქარი

1 პაკეტი

ლიმონის ცედრა

1 ს.კ

სახამებელი

1 ს.კ



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge