ქველმოქმედი ქართველები საზღვარგარეთ

ქველმოქმედი ქართველები საზღვარგარეთ

26.05.2014

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა გამართეს საქველმოქმედო ღონისძიება. სადაც მოეწყო ბავშვების მიერ დახატული ნახატების გამოფენა, გაყიდვა და კონცერტი. შემოსული თანხა მოხმარდება საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ რომელიმე ოჯახს.
„ჩვენი ამ ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს ესწავლათ თავიანთი შრომით დახმარება გაუწიონ გაჭირვებულ ადამიანებს.
ასევე რამოდენიმე ჩვენმა მრევლმა, თავიანთი ინიციატივით შეკერეს ტანისამოსი და შექმნეს ნახატები და მოხდა მათი აუქციონის სახით გაყიდვა ,შემოსული თანხა ასევე მოხმარდება ამ კეთილ საქმეს.
აქვე, მადლობას ვწირავთ სკოლის პედაგოგებს, მშობლებს , და ჩვენს აღსაზრდელებს ასეთი ღონისძიების მოწყობისთვის ამ ღვთისნიერი საქმისთვის.“- ნათქვამია წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის განცხადებაში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge