ტოლსტოის სიბრძნე

ტოლსტოის სიბრძნე

26.05.2014

აღმზრდელმა სხვისი აღზრდა რომ შესძლოს,  ცხოვრება სიღრმისეულად ჯერ თავად უნდა იცოდეს.

ომი მკვლელობაა და აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი ცოდვაა ცოდვათა შორის.

 ადამიანები სამყაროს შეცვლაზე ფიქრობენ, საკუთარი თავის შეცვლა კი აზრადაც არ მოსდით.

ქვეყნად იმდენი აზრი არსებობს, რამდენი გონებაცაა და იმდენივე სახის სიყვარული, რამდენი გულიცაა.

ლაჩარი მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტრისგან განსხვავებით ახლოს გყავს და ენდობი.

 ახალგაზრდა კაცს ყველაზე მეტად,  ჭკვიან ქალთან მეგობრობა გამოადგება.

 საკუთარი დანიშნულების ცოდნა და თავის დანიშნულებისამებრ გამოყენება უდიდესი სიბრძნეა.

.ადამიანი  წილადია, რომლის მრიცხველია საზოგადოებრივი აზრი მასზე, ხოლო მნიშვნელი -  ის, თუ რა წარმოდგენა აქვს  თავზე.

რაც უფრო ნაკლებს ელით ადამიანებისგან, მით უფრო ნაკლებად გიცრუვდებათ იმედები.

ხელოვნებაში ყველაფერია ცოტ-ცოტა.

ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია.

თუ ცხოვრება ბედნიერებას არ განიჭებს ეს შენი ჭკუა-გონების ბრალია.

ოცნებაში არის რაღაც  რეალობაზე  უკეთესი, რეალობაში კი - ოცნებაზე უკეთესი. სარული ბედნიერება მათი შეერთება იქნებოდა.

 ბავშვი არასოდეს არ უნდა მოატყუოთ.

სანამ სხვებთან სიმართლის თქმას ისწავლით, მანამ საკუთარ თავთან წაივარჯიშეთ.

ბედნიერი ისაა, ვინც ბედნიერია საკუთარ სახლში.

ტყუილი სიმართლე ვერ გახდება მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბევრი იზიარებს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge