ყირიმში შიათ!

ყირიმში შიათ!

28.05.2014

„ბიზნესი ყველაზე უნივერსალური "თერმომეტრია". უკრაინის არჩევნებში გამარჯვებამ და პირველმა სერიოზულმა სამხედრო წარმატებამ დონეცკში, რუსეთის ორივე ბირჟაზე დღეს აქციების საგრძნობი დაცემა გამოიწვია(2,2 და 2,8 პროცენტით). რუსეთს მძიმე დრო დაუდგება. ყირიმში ზოგან სურსათის ტალონებიც კი შემოიღეს. ახლა ხვდებიან, სად გაყვეს თავი.“ -  რომან გოცირიძე

P.S. ჩვენი ინფორმაციით, ყირიმში ნამდვილად არის საკვების დეფიციტი. ამიტომ,  მთავრობამ სამომხმარებლო ტალონების შემოღება გადაწყვიტა.  ტალონებით იქნება პური, შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი.

და კიდევ, ყირიმელებს შემოელიათ ნაღდი ფული, რადგან  დაკეტილია ბანკები. მაღაზიებს კი მოროდიორები ძარცვავენ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge