აშშ ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP)გამარჯვებულებთან შეხვედრის შემდეგ ქსოვილების გამოფენას უმასპინძლა

აშშ ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP)გამარჯვებულებთან შეხვედრის შემდეგ ქსოვილების გამოფენას უმასპინძლა

30.05.2014

29 მაისს აშშ-ის საელჩოში საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა. GMPP დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ და მას IREX-ი ახორციელებს.
პროგრამა მიზნად ისახავს ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებით, პროფესიული გაცვლებით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და გამოცდილების გაზიარებით საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას.

პროგრამის მონაწილეებს და წლევანდელ გამარჯვებულებს ელჩი ნორლანდი მიესალმა. მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ და რომ აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედიის განვითარების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი რეგიონალური მედიის.

წლევანდელი გამარჯვებულები არიან: ქვემო ქართლის ტელევიზია, აჭარის ტელევიზია და რადიო ჰერეთი. 
პროგრამის მონაწილეებს შორის არიან: გურჯაანის ტელევიზია, ბათუმის 25-ე არხი, გურია TV, ახალციხის მე-9 არხი, რადიო ძველი ქალაქი, ბორჯობის ტელევიზია, ფოთის მეცხრე ტალღა.

P. S. ამერიკის საელჩოს განცხადებით ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, დღესვე, საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა ქსოვილების გამოფენის გახსნას. კოლექცია, კურირებული კლერ დალბას მიერ - სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა არტ-ი საელჩოებში , მოიცავს ქსოვილის ნიმუშებს აშშ-დან და საქართველოდან. ქალბატონი ხათუნა პოპიაშვილი, რომლის ნამუშევარი გამოფენის ნაწილია, საპატიო სტუმარი გახლდათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფისი არტ-ი საელჩოებში კურირებს დროებით და მუდმივ გამოფენებს საელჩოებისთვის და საელჩოს რეზიდენციებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge