როცა "სამამულე წარმოება" არ ამართლებს, საჭიროა უცხოელი მრჩევლების ყოლა

როცა "სამამულე წარმოება" არ ამართლებს, საჭიროა უცხოელი მრჩევლების ყოლა

04.06.2014

რომან გოცირიძე: საქართველოს ყველა მთავრობას ერთი რამ კარგად ჰქონდა გაცნობიერებულია: საჭიროა უცხოელი მრჩევლების ყოლა, განსაკუთრებით ეკონომიკაში. პირველი ასთი მრჩეველი, პროფესორი ლუის ედერინგტონი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მოწევეული იქნა მაშინდელი ვიცე-პრემიერის, რომან გოცირიძის მიერ ( თუ გგონიათ მესამე პირში საუბარი მხოლოდ ინდიელთა ტომის ბელადებმა იციან ან ასლან აბაშიძემ, ცდებით). შევარდნაძის დროს თავიდან ლეშეკ ბალცეროვიჩის საკონსალტინგო ფირმა იყო( ამერიკელბის მიერ დაქირავებული), შემდეგ ამერიკული კომპანია "ბარენც ჯგუფი"(ასევე ამერიკის ფულით), რომელიც საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე მუშაობდა. მიშას სიყვარული უცხოელი მრჩევლებისადმი საყოველთაოდ ცნობილია. ეკონომიკის განხრით ასეთი მარტ ლაარი იყო, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. 
ვინ უწევს დღევანდელ მთავრობას რჩევას? ეკონომიკური საბჭო, რომელშიც ისევ მთავრობის წევრები შედიან ( "თვითმრჩევლობის" ქართული ნოუ ჰაუ), ასევე საბჭოს აპარატის 33 მრჩეველი და 8 მათი უფროსი( სულ 41). უცხოელი არ სჭირდებათ, რადგან "სამამულე წარმოებას" უწყობენ ხელს. მერე რა,რომ წელიწადში მილიონნახევარ ლარზე მეტი იხარჯება და ამ ფულით 10 ნობელის პრემიის ლაურეატს დავიქირავებდით. არაფერში გვჭირდება. მათ ხომ "ადგილობრივი სპეციფიკა" არ ესმით?



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge