პონპონჩიკებიანი ტიპები ქუჩას არ იცნობენ

პონპონჩიკებიანი ტიპები ქუჩას არ იცნობენ

04.06.2014

გია ვოლსკი: "მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ჩემი აზრით, დანაშაულია. პონპონჩიკიანი ტიპები, რომელსაც თქვენ ხედავთ, ლიბერალური ადამიანები არიან, ლიბერალური ფასეულობებით - ხშირ შემთხვევაში კულტურასთან უფრო ახლოს, ვიდრე - ქუჩასთან. ქუჩას არ იცნობენ. ქუჩა ძალიან დაუნდობელია. იქ ნებისმიერი შეღავათი ნებისმიერ ნარკოტიკზე ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რასაც სერიოზული დამაზიანებელი შედეგი ექნება პატარა ნაწილისათვის, თორემ ჰოლანდიაში კაფეში შედიან და უნივერსიტეტის პროფესორები სტუდენტებთან ერთად აბოლებენ. ჯარიმა რა, წავა, მოწევს, მერე მამამისი ვალს აიღებს, მე მომადგება, მეტყვის: იპოთეკარი ვარ, მიშველეთო. იპოთეკარებშიც უამრავი ადამიანი "გაჭედილია" იმიტომ, რომ შვილმა რაღაც გააკეთა... შეიძლება შვიდი წელის მისჯა ბევრია, მაგრამ სასჯელის რაღაც ფორმა აუცილებლად უნდა იყოს. არის ნარკოტიკების მომხმარებელთა ორი კატეგორია: ერთი, ბოჰემურ ნაწილად მიიჩნევს საკუთარ თავს, ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს და არის მეორე ნაწილი, რომელიც არ ჩანს და, რომელიც არის დაუნდობელი, ნაკლებად მომთხოვნი ხელოვანთა მიმართ – ეს საერთოდ არ აინტერესებს"

P.S.თიკო სადუნიშვილი პრემიერ-მინისტრის შეფასებას მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, ასე ეხმაურება: 

''ბატონო პრემიერო, მაგრა ტეხავს! თქვენი წარმოდგენა მარიხუანაზე ძალიან არასწორია! ადამიანი, რომელიც მას ეწევა არც კრიმინალია და არც ნარკომანი!'' 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სანამ ეს მთავრობა ხელისუფლების სათავეშია, მარიხუანას ლეგალიზაცია არ მოხდება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge