გივი სიხარულიძის ცხოვრებაში ლათინური სერიალი დაიწყო...

გივი სიხარულიძის ცხოვრებაში ლათინური სერიალი დაიწყო...

05.06.2014

თურმე, 1961 წელს, გივი სიხარულიძე კუბაზე ყოფილა. იქ კუბელ  მარია ლუსიასთან  რომანი გაუჩაღებია. მარია ორსულად კი ყოფილა,  მაგრამ  გივის არ ეგონა შვილს თუ გაუჩენდა. ეტყობა, მარიამ იფიქრა, ბავშვი მამას დაემსგავსებაო  და გივისგან ჩუმად ბიჭი გააჩინა. ქალს გურულების სიავის ამბავიც განაგონი ჰქონია და ბიჭისთვის სახელად ავი  დაურქმევია. ბატონი გივი გახარებულია იმ ფაქტით, რომ მისი ავი, სხვა კუბელებივით მორფინისტი და ოხერი არ არის. მასავით ტანადია და კალათბურთსაც მშვენივრად  თამაშობს.  ბატონმა გივიმ და დანარჩენმა სიხარულიძეებმა ახალი ოჯახის წევრის არსებობის შესახებ სულ 2 დღეა რაც შეიტყვეს. ჩვენ კი, ეს  ამბავი,  დღეს,  ტელეკომპანია GDG-მ გვაუწყა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge