ორშაბათ დღეს დაბადებულთა საყურადღებოდ!

ორშაბათ დღეს დაბადებულთა საყურადღებოდ!

08.06.2014

დიდუბეში,  ღვთისმშობლის ტაძარის ადგილას, ძველ დროში საძოვრები ყოფილა, ცხვრებს და ძროხებს აძოვებდნენ თურმე.  ერთხელ ერთ-ერთ  მწყემსს  ანგელოზი დასიზმრებია. რომელსაც უთქვამს, რომ დიდუბის მინდორში დამალულღვთისმშობლის  ხატს თუ იპოვი, სასწაულებს მოახდენსო. მართლაც უპოვია მწყემსს ეს ხატი. ორშაბათ დღეს ხატს  ბრმა განუკურნავს. მალე, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოუყვანიათ ავადმყოფები და უკან ყველა განკურნებული დაბრუნებულა. ხატისთვის ჯერ ნიშა, შემდეგ კი ეკლესია აუგიათ, რომელიც ორშაბათობით ხალხით ივსებოდა.

  კომუნისტებს დიდუბის ხატისთვის შეწირული საგანძური პარტიული საქმიანობისთვის გამოუყენებიათ. იმ პერიოდში დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის ახალი პერანგი შეუწირავს და ასე გამოუსყიდია  კომუნისტების მიერ ჩადენილი ცოდვა.

P. S. ორშაბათ დღეს დაბადებულთა მონათვლა, მხოლოდ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაშია სასურველი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge