უცებ ბავშვებად ვიქცეთ ყველანი...

უცებ ბავშვებად ვიქცეთ ყველანი...

08.06.2014

ნაირა გელაშვილი: „აღარც დედები, არც მამები, რომ აღარ ვიყოთ, აღარც ცოლები, აღარც ქმრები , არც საყვარლები . აღარ გვინდოდეს ერთმანეთი მოზრდილთა ნდომით. უცბად ბავშვებად ვიქცეთ ყველანი და მივირბინოთ ჩვენსავ ბავშვებთან. ხოლო ისინი, ვინც ჩვენ ვიყავით : დაჭრილნი და გაწბილებულნი, თოჯინებად გადვიქცეთ ყველა. ნელა გავბანოთ, ჩვენ, ბავშვებმა ის თოჯინები, დავაძინოთ მერე სიმღერით, დავახუროთ სქელი საბანი, გავიხუროთ ქალაქის კარი და მინდორში გავიქცეთ ერთად...
ჩამოდის წვიმა ჩვენს თვალებზე. ო! სიხარული! ბრუნდება იგი მხოლოდ ასე , მხოლოდ ამგვარად: ვარსკვლავიერი, გრილი, ბავშვური’’ 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge