მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პირველი კურსდამთავრებულები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II- მ დალოცა

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პირველი კურსდამთავრებულები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II- მ დალოცა

10.06.2014

სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულები, 2014 წლის 8 ივნისს, სულთმოფენობას, შეიკრიბენენ სკოლა-პანსიონის ეზოში და გაემართნენ საქართველოს საპატრიარქოში სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ქალბატონი ნანა (ციცინო) ანთაძის, პედაგოგების და მშობლების თანხლებით, სადაც გულთბილად მიიღო უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II.

უწმიდესმა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა გამოძებნა დრო სკოლა-პანსიონის  კურსდამთავრებულებთან შეხვედრისთვის. დალოცა თითოეული მოსწავლე, მათი მშობლები, პედაგოგები. ეს მოსწავლეები ხომ მისი უწმიდესობის მიერ დაფუძნებული სკოლა-პანსიონის პირველი კურსდამთავრებულები არიან და მათგან უმეტესობა ზემომთიანი აჭარას, ჰერეთს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს წარმოადგენენ. პატრიარქს სკოლის და მოსწავლეთა შესახებ (თითოეულმა მათგანმა წარჩინებით ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები) ესაუბრა დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, უწმიდესს, სკოლა-პანსიონის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს, სკოლა-პანსიონის აღმზრდელმა, ცირა აბულაძემ და ჩვენი სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულმა, ქეთევან სამხარაძემ. პატრიარქმა მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შემდეგ მადლმოსილნი ბავშვები და აღფრთოვანებული მშობლები გაეშურნენ რიტუალების სასახლეში, სადაც იყო ბანკეტი - სიყვარულით გამთბარი ერთი დიდი და ლამაზი საღამო. პროგრამა კარგად იყო ორგანიზებული, ყველა მოსწავლისთვის გათამაშდა სპეციალური პრიზები. იყო ცეკვა, სიმღერა... მეორე დღისთვის დაიგეგემა ექსკურსია .... 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge