ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

14.06.2014

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ჩემს თანამებრძოლებს

ხვალ 15 ივნისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები საარჩევნო უბნებისკენ გავემართებით. ბევრ ადამიანს გაუკვირდება ჩვენი დაჟინება, სიმტკიცე და პრინციპების ერთგულება. ამაში გასაკვირი არაფერია. ყველა პატრიოტი ადამინი ასე მოიქცეოდა, ყველა, ვისთვისაც ახლობელია ვაჟას ფშაველას იდეალები, ასე კარგად ახსნილი და განმარტებული წერილში “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”.

ვიდეოში შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების სარდლობის ამჟამინდელი მეთაური, ოთხვარსკვლავიანი ადმირალი უილიამ მაკრავენი ტეხასის უნივერსიტეტის 2014 წლის კურსდამთავრებულებს მიმართავს:

“(1) დღე თუნდაც მცირე, უმნიშვნელო ამოცანის შესრულებით დაიწყე; (2) იპოვე ადამიან(ებ)ი, რომელიც შენს გვერდით მთელი ცხოვრების განმავლობაში იდგება; (3) პატივი ეცი ყველას [განურჩევლად კანის ფერის, ეთნიკურობის, წარმოშობის, რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური სტატუსის]; (4) გახსოვდეს, ცხოვრება ზოგჯერ უსამართლოდ მოგექცევა; (5) ხშირადაც დაეცემი; მაგრამ (6) თუ რისკს გასწევ, (7) ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი წელში გაიმართები, (8) წინ აღუდგები “ზვიგენებს”, (9) შეინარჩუნებ სიმშვიდეს და (10) არასოდეს, არასოდეს დანებდები, 
შენ შეძლებ, შენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო.”

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge