ნორლანდი არჩევნებზე

ნორლანდი არჩევნებზე

15.06.2014

ელჩ ნორლანდის განცხადება მიმდინარე ადგილობრივი არჩევნების შესახებ | Ambassador Norland's Statement on Ongoing Local Government Elections

"ვაფასებთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჰოლანდიელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ვიაროთ. სადამკვირვებლო ჯგუფები გაგზავნილი გვყავს მთელ საქართველოში, ისე, როგორც წინა არჩევნებისას. ჯერჯერობით ჩვენი ჯგუფებისაგან გვესმის, რომ არჩევნები საკმაოდ ნორმალურად მიმდინარეობს. შევიტყვეთ წუხელ მომხდარი რამდენიმე ინციდენტის შესახებ დამოვიკითხეთ ინფორმაცია. ვიცით, რომ ამ საარჩევნო გარემოში ემოციები და ვნებები დუღს, მაგრამ არჩევნები შესანიშნავი საშუალებაა, რათა ხალხმა საკუთარი მოსაზრებები საარჩევნო ყუთთან მშვიდობიანად გამოხატოს. მოუთმენლად ველით კიდევ ერთ კარგ, ნორმალურ არჩევნებს საქართველოში. ძალიან მოგვხიბლა თითოეულ უბანზე [კომისიის წევრთა] პროფესიონალიზმმა და მაღალმა ტექნოლოგიებმა, რომელსაც ისინი იყენებენ."

"We really appreciate the opportunity to go around with our Dutch and British colleagues to various parts of the country. We have observer teams all around Georgia as we have done in the past. And what we are hearing from our teams so far today is that around the country things are going quite normally. We did hear about a couple of incidents last night that we were asking questions about. We know that emotions and passions are high in this election environment, but this is a great opportunity for people to express their views at the polls in a peaceful way and we are very much looking forward to another good, normal election here in Georgia. We are extremely impressed by the professionalism and high technology that is applied here at each precinct that we have seen so far."

P.S. ზუსტად 12 საათსა და 50 წუთზე  ელჩმა ნორლანდმა არჩევნების დღეს მომხდარი დარღვევების შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა: | Ambassador Norland on Election Day Violations:

"ჩემ ბრიტანელ და ჰოლანდიელ კოლეგა-ელჩებთან ერთად დღეს დილას უკვე მოვინახულე რამდენიმე საარჩევნო უბანი. სადამკვირვებლო ჯგუფები გაგზავნილი გვყავს მთელ საქართველოში. ისინი მუდმივად გვატყობინებენ არსებული ვითარების შესახებ. ზოგადად, საარჩევნო პროცესი კარგად დაიწყო. დამკვირვებლები, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთაც ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ აქტივობა უკვე მაღალია, ამომრჩეველი ხმის მისაცემად მიდის და უმეტეს ადგილებში სიმშვიდეა. შეგვაშფოთა ცნობებმა მარტვილიდან, სადაც ღამით, როგორც ჩანს, ბიულეტენები გაიტაცეს. შესაძლოა, ამ დროისათვის ბიულეტენები უკვე ნაპოვნი იყოს. როგორც ვიცით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვითარებას არკვევს. ვიცით, რომ ხანდახან დასავლეთ საქართველოში ვნებები მეტისმეტად მაღალია. შესაძლოა, საამისო მიზეზიც არსებობდეს, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხალხმა გაითვალისწინოს, რომ ერთია საკითხისადმი ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ემოცია ძალადობასა და მუქარაში არ უნდა გადაიზარდოს. ამგვარად, ის, რასაც ვხედავთ, ზოგადად იმედისმომცემია. ვუსურვებთ საქართველოს წარმატებულ საარჩევნო დღეს და რა თქმა უნდა, გილოცავთ ყველას."

"Along with my British and Dutch ambassadorial counterparts we have been to some election stations already this morning and of course we have teams throughout Georgia which are reporting on the situation. Generally speaking the election process has got off to a very good start. The observers we speak to, the election workers report that there's a significant turn out already, the voters are coming out and everything is calm in most places. We are concerned about some reports we have heard from Martvili where ballots were apparently taken overnight, although they may have already now been located. And we understand the central election commission is checking in that situation. We know in Western Georgia sometimes the passions get extremely high and thee maybe good reasons for that we don't know, but the important thing is for people to remember that it's one thing to be passionate about something, but it should not spill over into violence, or intimidation during the election process. So far what we are seeing is generally encouraging and we wish Georgia a successful election day and we of course say "Gilotsavt" everybody."



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge