შეხვედრა დრამატურგ დავით გაბუნიასთან

შეხვედრა დრამატურგ დავით გაბუნიასთან

17.06.2014

დავით გაბუნია დაიბადა 1982 წლის 12 აპრილს ფოთში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 2003 წლიდან მისი რეცენზიები და თარგმანები ინგლისური და შვედური ენებიდან იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში. ნათარგმნი აქვს სტრინდბერგის, იბსენის, შექსპირის, ასევე თანამედროვე დრამატურგების ნაწარმოებები. 2008 წელს მოიპოვა ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალის ”არდიფესტი” პრიზი საუკეთესო პიესისათვის. პიესების პირველი კრებული დაიბეჭდა 2010 წელს. 2013 წელს გახდა დამოუკიდებელი თეატრალური პრემია ”დურუჯის” ლაურეატი. მისი პიესები დადგმულია სამეფო უბნის, რუსთაველის, ფოთისა და ბათუმის თეატრებში. 

P.S. პარასკევს, 20 ივნისს, 19:00 საათზე

Book City

მელიქიშვილის 21, 0179 Tbilisi, Georgia

გიწვევთ დავით გაბუნიასთან შეხვედრაზე.
საუბრის თემაა: დავით გაბუნიას პიესები. შეხვედრის მოდერატორი: ალექს ჩიღვინაძე.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge