ჟურნალისტი უნდა წერდეს მხოლოდ იმას, რაც მას სიმართლედ მიაჩნია

ჟურნალისტი უნდა წერდეს მხოლოდ იმას, რაც მას სიმართლედ მიაჩნია

19.06.2014

ჟურნალისტის პროფესიონალური ეთიკა

მე მწამს ჟურნალისტის პროფესიის
მწამს, რომ ჟურნალისტიკა პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე და
ყველა, ვინც დაკავშირებულია მასთან, პასუხისმგებელია საზოგადოების
წინაშე. ამ სტანდარტის უგულებელყოფა საზოგადოების ნდობის
გაცრუებას ნიშნავს.
მწამს, რომ აზრისა და დასაბუთების სიცხადე, სიზუსტე და სამართლინობა
კარგი ჟურნალისტიკის ძირეულ პრინციპს წარმოადგენს.
მწამს, რომ ჟურნალისტი უნდა წერდეს მხოლოდ იმას, რაც მას
სიმართლედ მიაჩნია.
მწამს, რომ ნებისმიერი ახალი ფაქტის დაფარვა, თუ ეს საზოგადოებრივ
კეთილდღეობას არ ემსახურება, დაუშვებელია.
მწამს, რომ ადამიანმა არ უნდა წეროს როგორც ჟურნალისტმა, თუ იგი
არ დაწერს როგორც ჯენტლმენი.
მწამს, რომ აუცილებელია თავი ავარიდოთ ნებისმიერი სახის ქრთამს,
მათი ფორმისა და წყაროს მიუხედავად. ადამიანი თავად
პასუხისმგებელია თავის მოქმედებებზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც
იგი ვინმეს ინსტრუქციის შესაბმისად მოქმედებს.
მწამს, რომ რეკლამა, ახალი ამბები და რედაქტორის სვეტიც მკითხველის
ინტერესებს უნდა პასუხობდეს, რომ სიმართლისა და სიწმინდის
სტანდარტი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და რაც უფრო მაღალია ეს
სტანდარტი და ჟურნალისტის მუშაობის ხარისხი, მით მეტი სარგებლობა
მოაქვს მას საზოგადოებისათვის.
მწამს, რომ ყველაზე წარმატებული ჟურნალისტიკა პატივს სცემს ღმერთს
და განადიდებს ადამიანს. იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელია და არ
ემორჩილება სიამაყესა და ძალაუფლების მოხვეჭის დაუოკებელ
სურვილს. იგი კონსტრუქციულია, შემწყნარებელი, მაგრამ არა
ინდიფერენტული. თვითკონტროლი და მოთმინება მისი განუყოფელი
ნაწილებია; ის მოითხოვს მკითხველისადმი პატივისცემას, მაგრამ
უშიშარია; მას აღაშფოთებს უსამართლობა; არ ექცევა მაღალჩინოსანთა
მომხიბვლელობისა და ელვარების ზეგავლენის ქვეშ. ისწრაფვის იყოს
სამართლიანი თითოეულისადმი. იგი გულწრფელად პატრიოტულია და
მთელს მსოფლიოში ადამიანთა ერთიანობისა და კეთილდღეობის
ღირებულებებს ქადაგებს. ეს არის ჰუმანურობის, დღევანდელი დღისა და
დღევანდელი სამყაროს ჟურნალისტიკა.
უოლტერ უილიამსი
მიზურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი
1908-1935 წწ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge