ამერიკელებს ბათუმში საკონსულო 1913 წელს უკვე ჰქონდათ

ამერიკელებს ბათუმში საკონსულო 1913 წელს უკვე ჰქონდათ

25.06.2014

იცოდით, რომ  ბათუმში, რუსთაველის №7- ში მდებარე ისტორიულ შენობაში 1913 წელს აშშ-ის საკონსულო იყო განთავსებული. დღეს, 25 ივნისს, 14:00 საათზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს 1913 წლის აშშ-ის პირველი საკონსულოს შენობის მემორიალური დაფის გახსნაზე.

Date: Wednesday, June 25
Time: 14:00
Location: #7 Rustaveli Avenue, Batumi

All are welcome to come to Rustaveli Avenue, 7 on June 25 to help Richard Norland, U.S. Ambassador to Georgia, together with Archil Khabadze, Chairman of the Autonomous Republic of Adjara, dedicate a commemorative plaque on the building that housed the U.S Consulate in 1913.

P. S. მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის, უზენაესი სასამართლოს, ქალაქის საკრებულოს, უნივერსიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ნორლანდმა  აშშ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე და თანამშრომლობის ხანგრძლივ ისტორიაზე ისაუბრა. ელჩმა აგრეთვე აღნიშნა იმ ორგანიზაციების შრომა, განსაკუთრებით აჭარის საარქივო სამმართველოს, ექსპერტების და ისტორიკოსების, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ისტორიული ჩანაწერების ძიებაში, რათა ზუსტად დაედგინათ აშშ-ის საკონსულოს ყოფილი შენობის მდებარეობა.

ეს ინფორმაცია გაავრცელა ამერიკის საელჩომ



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge