თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის წინ, რომელიც ბათუმში ამ დღეებში გაიმართება, ელჩმა ნორლანდმა საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს პატივი მიაგო

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის წინ, რომელიც ბათუმში ამ დღეებში გაიმართება, ელჩმა ნორლანდმა საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს პატივი მიაგო

25.06.2014

25 ივნისს ელჩმა ნორლანდმა მინდია აბაშიძის ოჯახი მოინახულა, რომელიც 2012 წელს ავღანეთში, ამერიკელი სამხედროების გვერდით ბრძოლისას დაიღუპა. ელჩმა განაცხადა: "აბაშიძეების ოჯახი თითქმის ორი წლის წინ გავიცანით, როდესაც საქართველოში ჩამოვედით და მათი შვილის, მინდიას ავღანეთში დაღუპვის ამბავი შევიტყვეთ. მას შემდეგ ლეილა, თემურ და მირიან აბაშიძეები რამდენჯერმე ვინახულე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ შემიძლია, ჩამოვიდე აქ მეუღლესთან ერთად - ერთი-ორჯერ აქ მოსვლისას მეუღლეც მახლდა - რადგან [მინდია აბაშიძის დაღუპვა] გვახსენებს მსხვერპლს, რომელიც ამერიკელების მხარდამხარ ქართველებმაც გაიღეს ავღანეთის ომში, რათა რეგიონი უფრო უსაფრთხო გამხდარიყო. ნატოს ძალებთან ერთად ავღანეთში საქართველოს მსხვერპლის გახსენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ბათუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან კონფერენციას მასპინძლობს, ხოლო ნატოს მინისტრები სექტემბერში, უელსში დაგეგმილი სამიტის გეგმების განსახილველად იკრიბებიან. ვიცი, რომ ოჯახისათვის მინდიას გარდაცვალება მოუშუშებელი ტკივილია და კვლავაც გლოვობენ მას. ვიზიარებთ ოჯახის ტკივილსა და გლოვას."

 Ambassador Norland said, "We got to know the Abashidze family almost two years ago when we arrived in Georgia and learned about the death of their son Mindia in Afghanistan. And since then, I have come back to see Leila and Temur and Mirian Abashidze few times. It is very significant for me to be able to come here along with my wife - she's been here once or twice with me - because it reminds us of the sacrifices that Georgians have made alongside Americans in the battle in Afghanistan, which is trying to make the whole region safer and more secure. It is especially significant, I think, as Batumi prepares to host the very important Defense and Security Conference and as NATO ministers gather to plan for the NATO Summit in Wales in September, for us all to remember the sacrifices that Georgia has made alongside NATO forces in Afghanistan. And I know that the family of Mindia is still suffering, is still grieving and we share their suffering, we share their grief."

ეს ინფორმაცია ამერიკის საელჩომ გაავრცელა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge